ევროკავშირის მხარდაჭერით ქედაში შემოდგომის ფესტივალი გაიმართა

03 ოქტომბერი 2018

30 სექტემბერს, ევროკავშირის მხარდაჭერით, ქედის მუნიციპალიტეტში შემოდგომის ფესტივალი გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში საზეიმო ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ღონისძიებები გაიმართა ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, CENN-თან და ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან თანამშრომლობით.

მრავალფეროვანი პროგრამა უკრაინის ქალაქ კრემენეცთან დამეგობრების მემორანდუმის გაფორმებით დაიწყო. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ევროპის წელთან დაკავშირებით მოწყობილი აგრო–ბაზრობა. დღის განმავლობაში ქედის მასშტაბით მიმდინარეობდა სპორტული აქტივობები, საბავშვო გასართობი პროგრამები, სამუზეუმო ექსპონანტების, კულინარიული, ფოლკლორული, ეთნოგრაფიული და რეწვის ნიმუშების გამოფენები. ღონისძიებების ფარგლებში, საპატიო ქედელების დაჯილდოების ცერემონია და ფოლკლორული კონცერტი გაიმართა.
შემოდგომის ფესტივალი, ყოველწლიური ღონისძიებაა და მუნიციპალიტეტის მრავალფეროვანი კულტურული ტრადიციების წარმოჩენისა და ქედის პოპულარიზაციის მიზნით იმართება.

პროექტი „ქედა ლიდერი“ ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო–სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge.

 

წყარო: http://kedalag.ge

ნახვების რაოდენობა : 260

კომენტარი

მთავარი ამბავი

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ტრენინგი ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის
11 ოქტომბერი 2018
11 ოქტომბერს, პროექტის „ახალგაზრდა მეწარმეების სინერგია - ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში, პროექტის აზერბაიჯანელი და ქართველი ბენეფიციარების ...
წაიკითხეთ სრულად

წაიკითხეთ სრულად

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge