დისკუსია თემაზე - მუნიციპალური ინიციატივები და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა

2019 წლის 24 იანვარს, "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის" ზუგდიდის ოფისში გაიმართა დისკუსია თემაზე „მუნიციპალური ინიციატივები და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა“ .
შეხვედრაზე საუბარი იყო თუ რა გეგმები აქვს თვითმმართველობას მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის ასამაღლებლად და არსებული რესურსების უფრო თვალსაჩინოდ გამოსაყენებლად.
დისკუსიის მონაწილეებმა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გამოთქვეს და ქალაქში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრეს. დისკუსია, რომელიც ზუგდიდის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების, ტურიზმის სფეროს, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლები, ასევე, ისტორიკოსები და არქეოლოგები ესწრებოდნენ.
მთავარი ამბავი

კომენტარი