,,დეა“-ს ორგანიზებით სენაკში გაიმართა მრგვალი მაგიდა ,,ოკუპაციით წართმეული უფლება“

06 დეკემბერი 2018

გარემოსდაცვითი ეკოლოგიური ასოციაცია ,,დეა“-ს ორგანიზებით, (თავმჯდომარე თამარ მალანია) პროექტის ,,ადამიანის უფლებები დოკუმენტური ფილმებით“ ფარგლებში, სენაკში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე ,,ოკუპაციით წართმეული უფლება“.

აღნიშნულ თემაზე გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანი, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ რუსია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი, საკრებულოს წევრები, მერიის პასუხისმგებელი პირები, პროექტის ,,PEOPLE IN NEED“ წარმომადგენლები და სკოლის მოსწავლეები. შეხვედრაზე გაიმართა ანუნა ბუკიას ფილმის ,,მე გადავცურე ენგური“ ჩვენება.

ფილმის რეჟისორმა დეტალურად ისაუბრა გადაღების პროცესში შექმნილ სირთულეებზე და ამ შინაარსის ფილმის გადაღების მნიშვნელობაზე. კონფლიქტოლოგის მარინა ზუხბაიასა და დისკუსიაში მონაწილეების მიერ განხილულ იქნა, საქართველოს უახლესი ისტორიის ერთი-ერთი მტკივნეული თარიღი და მისი თანმდევი პროცესები: დაკარგული ტერიტორიები, ენგურს გაღმა დარჩენილი ჩვენი თანამოქალაქეების ცხოვრების გაუსაძლისი ისტორიები და ადამიანის დარღვეული უფლებები.

პროექტი ხორცილედება ჩეხური საერთაშორისო ორგანიზაციის ,,PIN“-ს ხელშეწყობით და მისი მთავარი მიზანია, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევებისა და აქტუალური სოციალური საკითხების თაობაზე.

წყარო: სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

ნახვების რაოდენობა : 390

სურათები

კომენტარი

მთავარი ამბავი

საიამ პარლამენტს „ბავშვის უფლებათა კოდექსთან“ დაკავშირებით შენიშვნები და მოსაზრებები წარუდგინა
20 მარტი 2019
საიამ საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებულ „ბავშვის უფლებათა კოდექსთან“ დაკავშირებით მოსაზრებები წარუდგინა. საია მიესალმება „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციით გ ...
წაიკითხეთ სრულად

წაიკითხეთ სრულად

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge