დასაქმების შესაძლებლობები კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისათვის

18 დეკემბერი 2018

19 დეკემბერს, 16:00 საათზე,  სასტუმრო ,,რუმსში“ არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ ორგანიზებით გაიმართება სამუშაო შეხვედრა -  „დასაქმების შესაძლებლობები კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისათვის,“ სადაც მოხდება დასაქმების პორტალის პრეზენტაციაც. შეხვედრას ბიზნეს კომპანიებისა  და მართლმსაჯულების სექტორში მომუშავე საჯარო უწყებების წარმომადგენლები დაესწრებიან.

შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება კერძო სექტორის ჩართულობასა და თანამშრობლობის შესაძლებლობებზე. სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები ისაუბრებენ სახელმწიფოს როლისა და არსებული გამოცდილების შესახებ კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რეაბილიტაციისა და დასაქმების კუთხით.

დისკუსიის ფარგლებში განხილულ იქნება ყველა მნიშვნელოვანი გამოწვევა, რაც დაკავშირებულია სამიზნე ჯგუფის დასაქმებასთან და მონაწილეები იმსჯელებენ ამ გამოწვევების გადაჭრის გზებზე.

“სიდა” ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ტრენინგებისა და დასაქმების ხელშეწყობის ინიცირება მართლმსაჯულების სექტორში“. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების შესაძლებლობების განვითარებას ყოფილი და ამჟამინდელი მსჯავრდებულების, განრიდებული და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გზით. პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (GFA) და სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტი (DVV International).

 

საკონტაქტო ინფორმაცია:
ეთუნა ცოტნიაშვილი
,,სიდას“ კომუნიკაციის მენეჯერი
599512215; pr@cida.ge

ნახვების რაოდენობა : 71

კომენტარი

მთავარი ამბავი

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ტრენინგი ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის
11 ოქტომბერი 2018
11 ოქტომბერს, პროექტის „ახალგაზრდა მეწარმეების სინერგია - ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში, პროექტის აზერბაიჯანელი და ქართველი ბენეფიციარების ...
წაიკითხეთ სრულად

წაიკითხეთ სრულად

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge