ბიზნესი ქალთა გაძლიერებისთვის

11 დეკემბერი 2018

10 დეკემბერს, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, სიდამ და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა ქალთა გაძლიერების პრინციპების თემაზე ღონისძიებას უმასპინძლეს. ღონისძიებას, რომელსაც ბიზნეს კომპანიების 100-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო, იმსჯელეს გენდერული თანასწორობის საკითხში ბიზნესის როლზე და საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საქმეში კერძო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე კომპანიების აღმასრულებელმა დირექტორებმა ისაუბრეს ქალთა გაძლიერების მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობებზე, მიღწევებზე და არსებულ გამოწვევებზე. მომხსენებლებმა კერძო სექტორის სხვა წარმომადგენლებს გაუზიარეს აღნიშნული მიმართულებით განხორციელებული წარმატებული მაგალითები და ხაზი გაუსვეს კომპანიებში გენდერული თანასწორობისა და მრავალფეროვანი სამუშაო გარემოს შექმნის აუცილებლობას.

ღონისძიებაზე, კომპანიების წარმომადგენლებმა, საჯარო ხელმოწერით დაადასტურეს საკუთარი მხადაჭერა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გლობალური შეთანხმების ერთობლივი ინიციატივის - ქალთა გაძლიერების პრინციპების მიმართ (WEPs).  ამჟამად აღნიშნულ საერთაშორისო ინიციატივას საქართველოში მოქმედი 26 წამყვანი ბიზნეს კომპანია უჭერს მხარს.

ღონისძიება გაიმართა პროექტის ,,ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ფარგლებში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

წყარო: Civil Development Agency (CiDA)

 

ნახვების რაოდენობა : 308

სურათები

კომენტარი

მთავარი ამბავი

საიამ პარლამენტს „ბავშვის უფლებათა კოდექსთან“ დაკავშირებით შენიშვნები და მოსაზრებები წარუდგინა
20 მარტი 2019
საიამ საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებულ „ბავშვის უფლებათა კოდექსთან“ დაკავშირებით მოსაზრებები წარუდგინა. საია მიესალმება „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციით გ ...
წაიკითხეთ სრულად

წაიკითხეთ სრულად

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge