ბათუმის საჯარო სკოლებში "დროის ბანკის" პრეზენტაციის ციკლი დაიწყო

15 ნოემბერი 2018

დღეს, ბათუმის № 20 საჯარო სკოლისა და ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტის“ ორგანიზებით, ამავე სკოლის მოსწავლეებისთვის, „დროის ბანკის“ პრეზენტაცია გაიმართა. 

„დროის ბანკი“, პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო აქტივიზმის ერთ-ერთი ფორმის, მოხალისეობის პოპულარიზაციას ელექტრონული პლატფორმის - www.timerepublik.com -ის მეშვეობით. 

შეხვედრაზე მოწვეული ახალგაზრდები, გაეცნენ „დროის ბანკის“ არსს, მის მნიშვნელობას საზოგადოებისთვის და საიტის მუშაობის პრინციპს. 

#Timerepublik-ი ინდივიდების გარდა, ხელს უწყობს სხვადასხვა კომპანიებს, უნივერსიტეტებს და არაკომერციულ ორგანიზაციებს გაზარდონ თავიანთი სოციალური პასუხისმგებლობა რეალურ დროში.

აჭარის რეგიონში, „დროის ბანკის“ პოპულარიზაციას ეწევა ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“ პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ #CSSIGE ფარგლებში. 
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა #EUforGeorgia და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს #BMZ მიერ. 

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის #KAS ხელმძღვანელობით. 
კონსორციუმში შედიან: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი #CSI, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი #CSRDG, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი #CTC, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი #EDEC

 

წყარო: ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი "ინტელექტი" Young Scientists Union "Intellect"

ნახვების რაოდენობა : 502

სურათები

კომენტარი

მთავარი ამბავი

შინაგან საქმეთა სამინისტრო პერსონალურ მონაცემებს უკანონოდ ამუშავებს
15 ოქტომბერი 2019
საია-მ განცხადებით მიმართა საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავების ფაქტზე რეაგირების განხორციელების მოთხოვნით. ადმინ ...
წაიკითხეთ სრულად

წაიკითხეთ სრულად

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge