ასოციაცია „დეა“ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას უერთდება

2018 წლის 6 დეკემბერს და 7 დეკემბერს, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, ასოციაცია „დეა“, ორგანიზაცია Save the Children-თან (გადავარჩინოთ ბავშვები) თანამშრომლობით, ატარებს წარმოდგენასა და საჯარო ლექციას.
ღონისძიებები ტარდება პროექტის ,,გენდერული ძალადობის პრევენციისა და რეაგირების გაძლიერება დევნილთა თემებში საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (BPRM) ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში არსებულ დევნილთა თემებში ქალთა და გოგონათა მიმართ გენდერული ძალადობის პრევენციისა და რეაგირების გაძლიერებას ხარისხიანი მომსახურების გაწევის, ქცევითი ცვლილებებისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მეშვეობით.
მთავარი ამბავი

კომენტარი