ასოციაცია ”დეამ” მინი-ფეხბურთში ამხანაგური მატჩი გამართა

05 ნოემბერი 2018

2 ნოემბერს, სენაკის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაცია ”ასოციაცია ’დეას” ორგანიზებით პროექტის, ”მომავალი ბარიერების გარეშე” ფარგლებში, გაიმართა ამხანაგური მატჩი მინი-ფეხბურთში გუნდებს ”დეასა” (მათ შორის კანონთან კონფლიქტში მყოფი პირები) და ”ღიმილის ბიჭებს” შორის. გამარჯვებულ გუნდს "ღიმილის ბიჭებს" გადაეცათ პრიზი - თასი, მონაწილეები კი დაჯილდოვდნენ სიგელებით.

ღონისძიების მიზანი იყო კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების ინტეგრირება საზოგადოებასთან, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და პოპულარიზაცია.

პროექტი ხორციელდება პროექტის "ტრენინგებისა და დასაქამების ინიცირების ხელშეწყობა მართლმსაჯულების სექტორში" (TESI) ფარგლებში ევროკავშირის მხარდაჭერით და საქართველოს ფერმერთა ასოციაციისა და DVV International-თან პარტნიორობით. პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები არიან სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის,სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური და ა(ა)იპ სენაკის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანება.

წყარო: Ecological And Environmental Protection Association DEA

ნახვების რაოდენობა : 117

სურათები

კომენტარი

მთავარი ამბავი

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ტრენინგი ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის
11 ოქტომბერი 2018
11 ოქტომბერს, პროექტის „ახალგაზრდა მეწარმეების სინერგია - ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში, პროექტის აზერბაიჯანელი და ქართველი ბენეფიციარების ...
წაიკითხეთ სრულად

წაიკითხეთ სრულად

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge