ახალი სატყეო ტექნოლოგიების დანერგვა ტყის მდგრადი მართვისათვის

29 ოქტომბერი 2018

25 ოქტომბერს, პროექტის „თანამედროვე ტექნოლოგიები ტყის მდგრადი მართვისათვის“ ფარგლებში CENN-ის, ორგანიზებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მსოფლიო რესურსების ინსტიტუტთან (WRI – World Resources Institute/GFW) თანამშრომლობით, გაიმართა შეხვედრა თემაზე: ბუნებრივი კატასტროფების გამომწვევი მიზეზების, რისკების შეფასების მეთოდოლოგია და შემარბილებელი ღონისძიებების განხორციელება.

შეხვედრის მიზანი იყო პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობების წარდგენა და სამოქმედო გეგმის შემუშავება. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო CENN-ის მიერ შემუშავებული ბუნებრივი საფრთხეების ზონირების რუკის პრეზენტაცია.

შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, უნივერსიტეტების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს საქართველოში ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური პრობლემები და ბუნებრივი საფრთხეების რისკის მინიმუმამდე შემცირების მიზნით განსახორციელებელი აქიტვობები.

პროექტი „თანამედროვე სატყეო ტექნოლოგიების დანერგვა ტყის მდგრადი მართვისათვის“ განხორციელდა WRI/UNEP/GEF-ის ფინანსური მხარდაჭერით.

წყარო: CENN

ნახვების რაოდენობა : 46

სურათები

კომენტარი

მთავარი ამბავი

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ტრენინგი ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის
11 ოქტომბერი 2018
11 ოქტომბერს, პროექტის „ახალგაზრდა მეწარმეების სინერგია - ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში, პროექტის აზერბაიჯანელი და ქართველი ბენეფიციარების ...
წაიკითხეთ სრულად

წაიკითხეთ სრულად

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge