ახალგაზრდებისთვის „მრავალფეროვნების სკოლა“ გაიმართა

21 დეკემბერი 2018

17-20 დეკემბერს, USAID-ის და საქართველოს გაეროს ასოციაციის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის პროგრამის“ [PITA] ფარგლებში გაიმართა „მრავალფეროვნების სკოლა“ ახალგაზრდებისთვის, რათა მათ მიეღოთ ცოდნა მრავალფეროვნების წარმოჩენისა და ტოლერანტული კულტურის დამკვიდრების მნიშვნელობაზე.

ტრენინგების, მოწვეულ სტუმრებთან შეხვედრების, ფილმების ჩვენებისა და დისკუსიების, როლური თამაშების გზით, პროგრამის ახალგაზრდული ცენტრების (13 ქალაქიდან) 30 მონაწილეს შესაძლებლობა ჰქონდა ინფორმაცია მიეღო მრავალფეროვნებასა და ტოლერანტობაზე, თანასწორობაზე, ადამიანის უფლებათა ისტორიაზე და საფუძვლებზე, ქსენოფობიასთან, ყალბ ინფორმაციისთან და ანტი-დასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლაზე; ასევე, რელიგიურ მრავალფეროვნებაზე და სახალხო დამცველის რეკომენდაციების აღსრულების გზებზე და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით სახელმწიფოს ვალდებულებებზე.

თემატური სკოლის ფარგლებში ასევე ჩატარდა დაჯილდოების ცერემონია - 14 ახალგაზრდული ცენტრის ერთ ყველაზე აქტიურ წევრს გადაეცა სიმბოლური ჯილდო პროგრამის მიზნების მიღწევაში შეტანილი წვლილისათვის განათლების, გენდერული თანასწორობის, ადამიანის უფლებათა დაცვის, ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებისა და გარემოს დაცვის მიმართულებებით.

წყარო: UN Association of Georgia - UNAG

ნახვების რაოდენობა : 187

სურათები

კომენტარი

მთავარი ამბავი

ღია წერილი დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს
21 თებერვალი 2019
პატივცემულო ელჩებო, მართლმსაჯულების ბედით დაინტერესებული საქართველოს მოქალაქეები მოგმართავთ როგორც ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გულშემატკივრებს. მართლმსაჯულებაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავ ...
წაიკითხეთ სრულად

წაიკითხეთ სრულად

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge