აჭარის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის წევრების სასწავლო ვიზიტი საინფორმაციო ცენტრში

26 ოქტომბერი 2018

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა აჭარის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის საერთაშორისო თანამეგობრობის კლუბის წევრებს უმასპინძლა. საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ სტუმრებს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ანტიდასავლური პროპაგანდის თავისებურებებსა და მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე ლექცია ჩაუტარა. ლექციის შემდეგ, ახალგაზრდები პრეზიდენტის სასახლეს ესტუმრნენ. მოსწავლეები პრეზიდენტის სასახლის ისტორიასა და მუშაობის პროცესს გაეცნენ. ღონისძიება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით განხორციელდა.

მოსწავლეების ვიზიტი თბილისში პროექტის "ჩემი თვალით დანახული ევროპა" ფარგლებში განხორციელდა, რომელსაც აჭარის მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლე საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროსთან თანამშრომლობით ახორციელებს.

 

წყარო: http://infocenter.gov.ge

ნახვების რაოდენობა : 40

კომენტარი

მთავარი ამბავი

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ტრენინგი ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის
11 ოქტომბერი 2018
11 ოქტომბერს, პროექტის „ახალგაზრდა მეწარმეების სინერგია - ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში, პროექტის აზერბაიჯანელი და ქართველი ბენეფიციარების ...
წაიკითხეთ სრულად

წაიკითხეთ სრულად

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge