ACCESS–ის პროექტის ანგარიში საზოგადოებას - საინფორმაციო შეხვედრები რეგიონებში

14 ნოემბერი 2018

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (East-West Management Institute) 2014 წლის ნოემბრიდან ახორციელებს „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტს“ (ACCESS). პროექტის მიზანია არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს შორის თანამშრომლობის გაზრდა და არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერება. პროექტს ბიუჯეტია 6 897 000  აშშ დოლარი და მას ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს.

13-29 ნოემბრის პერიოდში რუსთავის, თელავის, გორის, ოზურგეთის და ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში გაიმართება საჯარო შეხვედრები, სადაც აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის წარმომადგენლები დაინტერესებულ პირებს (სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას და სხვებს) ბოლო წლების მუშაობის შედეგებს და სამომავლო გეგმებს წარუდგენენ. შეხვედრაზე მონაწილეები ასევე დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ ACCESS-ის საგრანტო კონკურსზე, რომელიც რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამოცხადდება.  

შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, პროექტის წარმომადგენლებს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარონ მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ასევე სამოქალაქო სექტორში არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებით. მიღებული ინფორმაცია და რეკომენდაციები ACCESS–ს დაეხმარება თავისი საქმიანობა საზოგადოების საჭიროებებსა და ინტერესებს კიდევ უფრო მეტად მოარგოს. შეხვედრა ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის.

შეხვედრების განრიგი

 

თარიღი                                           ქალაქი                            დრო                                         მისამართი

13 ნოემბერი                                 რუსთავი                     17:00 – 18:30 სთ                რუსთაველის ქ. 30ა

15 ნოემბერი                                 თელავი                       13:00 – 14:30 სთ                 ვაჟა-ფშაველას ქ. 3

16 ნოემბერი                                 გორი                            13:00 – 14:30 სთ                  იერუშალაიმის ქ. 18

28 ნოემბერი                                ოზურგეთი                14:00 – 15:30 სთ                ჭავჭავაძის ქ. 14

29 ნოემბერი                                 ქუთაისი                     12:00 – 13:30 სთ                 წერეთლის ქ. 69

 

დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე www.ewmi-access.org.

 

 

ნახვების რაოდენობა : 1134

კომენტარი

მთავარი ამბავი

შინაგან საქმეთა სამინისტრო პერსონალურ მონაცემებს უკანონოდ ამუშავებს
15 ოქტომბერი 2019
საია-მ განცხადებით მიმართა საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავების ფაქტზე რეაგირების განხორციელების მოთხოვნით. ადმინ ...
წაიკითხეთ სრულად

წაიკითხეთ სრულად

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge