სამთაწყაროს მოსახლეობა გაზის და გზის პრობლემის მოგვარებას ითხოვს

14 მარტი 2016
რეგიონი : კახეთი
თემა :

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე სოფელი სამთაწყარო ძირთადად აჭარელი ეკომიგრანტებით და ინგილოებით არის დასახლებული. აქ მაცხოვრებლები არაერთი პრობლემის წინაშე დგანან. როგორც მათ სიდა-ს განუცხადეს, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გზაა. ადგილობრივების თქმით, ძალიან არის დაზიანებული სოფლების - ფიროსმანის, საბათლოსა და სამთაწყაროს დამაკავშირებელი გზა.

„გაფუჭებულია ფიროსმანთან და საბათლოსთან დამაკავშირებელი გზა. ამ სოფლებზე მსუბუქი მანქანები ვერ დადიან. იძულებულნი არიან ტყე-ტყე იარონ. ასე, გზაზე, ვერ მოდის მანქანა, ორმოებია. არა და  ფიროსმანის და სამთაწყაროს გამგეობა ერთია.  სამასვალი, გრეიდერი და ტრაქტორი ამ გზას ორ დღეში გააკეთებს“, - აღნიშნა სოფლის ადგილობრივმა მკვიდრმა ოთარ ჯაიანმა.

ადგილობრივების თქმით, ზამთარში სოფელში გათბობის პრობლემაა, რადგან სამთაწყაროში ბუნებრივი აირი შეყვანილი არ არის, შეშის მოპოვება კი რთულია, თანაც მწვანე საფარი ნადგურდება.

„ამ სოფელში ხანდახან - 15 გრადუსიც არის ყინვა და გათბობის საშუალებაა ღუმელი. შეშას ალაზნის ჭალებიდან ეზიდებიან და იმასაც გვიან, ზამთარი რომ იწყება, მაშინ აძლევენ ხალხს. მისცემენ 4-5 კუბურ მეტრს, მერე ტრანსპორტით არაა, რომ ამოიტანო. 7 კუბური მეტრია საჭირო ზამთარში გათბობისთვის და 700-800 ლარი ღირს. ხალხი იძულებულია ღამე წავიდეს, მოიპაროს მწვანე მასალა და დაწვას. გაზი რომ გაკეთდეს, ეს პრობლემა მოიხსნება და ხალხიც მოისვენებს.  იყვნენ ერთი წლის წინ, ვითომ რაღაც აზომეს და იმის შემდეგ საერთოდ არ გამოჩენილან. შეპირებები იყო, რომ უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ პრაქტიკულად არაფერი გაკეთებულა“, - აღნიშნა ადგილობრივმა. 

ნახვების რაოდენობა : 955

სურათები

კომენტარი

მენიუ

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge