საბავშვო ბაღი, ნაგავსაყრელი და წყლის რეზერვუარი ერთ სივრცეში

25 აპრილი 2018
რეგიონი : კახეთი
თემა : ჯანდაცვა და სოციალური სფერო

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელი ანაგა არაერთი პრობლემის წინაშე დგას, თუმცა ძირითადი გადაუჭრელი საკითხი მაინც დაბინძურებული სასმელი წყალი და ნაგავსაყრელის არარსებობაა. სოფლის პრობლემების შესახებ CSO.ge-ს ადგილობრივი მაცხოვრებელი, ფერმერ ქალთა ასოციაციის წარმომადგენელი ნინო გოგოლაშვილი ესაუბრა. იგი პრობლემების ადვოკატირებით თავად არის დაინტერესებული.

ნინო გოგოლაშვილის განმარტებით, სოფელი რომელშიც 1500-მდე კომლი ცხოვრობს, მთლიანად მარაგდება მთიდან ჩამომავალი წყაროს წყლით, თუმცა პრობლემაა ის, რომ წყლის სისტემის მილები მოძველებულია, ალაგ-ალაგ დაზიანებულია, ამას ემატება ისიც, რომ გზას, სადაც მილები გადის, იყენებენ ცხენებით ტყიდან შეშის ჩამოსატანად, შესაბამისად, როდესაც ცხენებს ჩამოატარებენ, დაზიანებულ მილებში წყალი ადვილად ბინძურდება და მოხმარებისთვის უვარგისია.

ამასთან, დაბინძურებისგან დაუცველია რეზერვუარებიც. ადგილობრივი მოსახლე ამბობს, რომ მთავარანგელოზის ხევი, სადაც წყლის რეზერვუარებია განლაგებული ყოველდღიურად ბინძურდება საყოფაცხოვრებო ნარჩენებით, რადგან მოსახლეობა ამ ადგილს ნაგავსაყრელად იყენებს.  მისი თქმით, ამავე წყლით სარგებლობს საბავშვო ბაღი, სადაც 100-მდე ბავშვი სწავლობს, საბავშვო ბაღი სწორედ ხევის პირსა მდებარეობს. ხშირია ბავშვებში ინტოქსიკაციის შემთხვევებიც.

 „აქ არის ცენტრალური რეზერვუარი, სადაც წყალი გროვდება და მარაგდება მთელი სოფელი, მათ შორის საბავშვო ბაღი. აქვე ხედავთ გარემოს, სადაც ნაგავსაყრელია, ხედავთ როგორი დაუცველია და დაბინძურებულ გარემოშია ეს ყველაფერი. ყველა სარგებლობს საუბნო წყლით, ინდივიდუალურად ოჯახებში წყალი არ არის. საბავშვო ბაღსაც კი არ აქვს შეყვანილი წყალი და ვედროებით ეზიდებიან. ყოველ დღე ბავშვებს ამ დაბინძურებულ წყალს ასმევენ. სამწუხაროდ, ჩვენ ლაბორატორიული დასკვნები არ გვაქვს, თორემ ეს წყალი ნამდვილად უვარგისია.  ბავშვები ყოველ დღე გამოჰყავთ ეზოში და სუნთქავენ ამ დაბინძურებულ ჰაერს. ინტოქსიკაციის ფაქტები ხშირია, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ეს მოდის წყლისგან, მაგრამ რადგანაც არ გვაქვს ლაბორატორიული დასკვნები, ეჭვი ეჭვად რჩება. ადგილობრივ თვითმმართველობას ეხება ნაგავიც, გზაც, წყალიც. მივმართეთ მათ მოსაგვარებლად, მაგრამ რეაგირება იყო მხოლოდ ის, რომ ამ რეზერვუარიდან წყალი მასობრივად აღარ იღვრება. თვითმმართველობამ ნაგვის პრობლემა ვერ მოგვიგვარა და მთელი სოფელი ნაგავს მიაქვს“, - აცხადებს ნინო გოგოლაშვილი

მისივე განმარტებით, რადგან ნაგავსაყრელი საბავშვო ბაღთან მდებარეობს, სახალხო დამცველი ამ ფაქტით ბავშვის უფლებებით კუთხით დაინტერესდა, ოქმი შეადგინეს, მოკვლევა დაწყებულია და შესაბამისი რეაგირებაც მოყვება.  

გარდა ამისა ხევის ახლოს მაცხოვრებლებს აწუხებთ სუნი, მწერები, ტერიტორიაზე საბალახოდ გაშვებულია მსხვილფეხა პირუტყვი და ფრინველი, რაც დამატებით რისკებს შეიცავს ჯანმრთელობის კუთხით.

ნახვების რაოდენობა : 606

სურათები

კომენტარი

მენიუ

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge