გუგუთის მკვიდრნი აცხადებენ, რომ წყლით მოწამვლის საშიშროების წინაშე დგანან

07 მარტი 2016
რეგიონი : ქვემო ქართლი
თემა :

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუთის მოსახლეობას არაერთი ინფრასტრუქტურული პრობლემა აწუხებს, თუმცა ადგილობრივები სოფლისთვის ყველაზე მწვავე პრობლემად სასმელ წყალს ასახელებენ.

გუგუთის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ სათავეებში მიწიდან სუფთა წყალი გამოედინება, თუმცა წყალსადენ მილებში ბინძურდება, რადგან გაყვანილობა არ არის ჰერმეტულად დაცული.  

როგორც სოფლის მცხოვრებლებმა სიდა-ს განუცხადეს, არის სასმელი წყლით მოსახლეობის დაავადების შემთხვევებიც. ადგილობრივი მაცხოვრებელი მედეა ანდიაშვილი ამბობს, რომ მისი შვილიშვილი, წლინახევრის ბავშვი, სასმელი წყლისგან ავად გახდა და ახლა ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობენ.

„სასმელი წყალი მოდის ტალახი. უბნის სათავე ნაგებობაში არის რკინის ავზი, რომელიც ნორმალურად არასდროს იწმინდება და არ იქლორება. ის თავისებურად ჟანგს გამოყოფს და ამ წყალს ბავშვები სვამენ. ჩემ შვილიშვილს, წლინახევრის ბავშვს,  დაემართა კუჭ-ნაწლავის ინფექციური ვირუსი.  ასე ბევრია. მთელი სოფელი ამ მდგომარეობაშია“, - აცხადებს მედეა ანდიაშვილი.

სკოლის მასწავლებელი ბენო ჯინჭარაშვილიც ადასტურებს, რომ სკოლაში ბავშვები წყლით მოწამვლის საშიშროების წინაშე დგანან.

„დასალევი წყალი არ გვაქვს სახლში. ერთი წყარო გვაქვს - სიმსივნეს აჩენსო და მეორე წყაროა, სადაც გემრიელი წყალია. ერთადერთი წყაროა, საიდანაც შეიძლება, რომ სოფელმა ისარგებლოს. რამდენი წყალი უნდა მოზიდო, რომ გარეცხო, საჭმელი გააკეთო და ოჯახი დააკმაყოფილო წყლით? მთელი სოფლის პრობლემაა წყალი. სკოლაში ბავშვები იმ წყლისგან მოწამვლის საშიშროების წინაშე არიან. ლაბორატორიულად რომ ჩაიხედოთ, ნახავთ რას ვსვამთ. სად არის ჩვენი მთავრობა, რომ ამდენი თანხის მიუხედავად ჩვენ წყლის პრობლემის წინაშე ვდგავართ? მთაში ვცხოვრობთ და წყლით მოწამვლის საშიშროების წინაშე ვდგავართ“, - აღნიშნა  ბენო ჯინჭარაშვილმა.

პრობლემასთან დაკავშირებით დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ნოდარ ადუაშვილი აცხადებს, რომ ამ საკითხის მოგვარებაზე ადგილობრივი ხელისუფლება ზრუნავს.

„სოფელში ერთი მთლიანი რეზერვუარი არ არსებობს, არის პატარა რეზერვუარები. ზაფხულის პერიოდში წყდება ხოლმე წყალი. დებეტი ნაკლებია, ამიტომ ეს ქმნის დიდ პრობლემას, ამასთანავე ზამთრის პერიოდში ის პატარა სათავე ნაგებობები იყინება. სოფელში არა არის ის დებეტი, საიდანაც შეიძლება წყალი შეიკრიბოს და სოფელს მიეწოდოს. ფიზიკურად არ არის საკმარისი წყლის რაოდენობა. ყოველწლიურად კი ვხარჯავთ თანხებს, ვაკეთებთ, მაგრამ ვინაიდან ზამთარში იყინება, ზაფხულში შრება და არ არის დებეტი, ეს ქმნის გარკვეულ პრობლემებს. ის, რომ სოფელში არ იყოს სასმელი წყალი და განიცდიდეს უწყლობას, ასეთი რამ არ არის იმიტომ, რომ ცენტრალურ ქუჩებზე რამდენიმე წყაროა, რომელიც ზამთარ-ზაფხულს მოედინება. ის, რომ სოფელი წყლის გარეშე დარჩა - ასეთი რამ არ არსებობს. გუშინაც გვქონდა თათბირზე გამგებელთან საუბარი, რომ მოდით, იქნებ ჭაბურღილები გავაკეთოთ და ეს გეგმები გვაქვს. იქნებ გაზაფხულისთვის რაღაც გარკვეულწილად მოვაგვაროთ. ვფიქრობთ, მოვიპოვოთ რაღაც საშუალება, რომ სოფელს ერთი სათავე ნაგებობა გვქონდეს და მთლიან სოფელს მიეწოდოს. ის, რომ ჩვენ არ ვზრუნავთ ამ პრობლემაზე, ეს ასე არ არის“, - განაცხადა მან სიდა-სთან საუბრისას.

 

ნახვების რაოდენობა : 920

სურათები

კომენტარი

მენიუ

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge