ფონას სკოლის მასწავლებელი არაქართველ მშობლებთან ენობრივი ბარიერის მოხსნის გზას ასახელებს

16 მარტი 2016
რეგიონი : კახეთი
თემა :

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი ფონა სამი ეროვნების წარმომადგენლებით არის დასახლებული. ქართველები, ოსები და აზერბაიჯანლები აქ გვერდიგვერდ ცხოვრობენ. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მათი თანაცხოვრება ჰარმონიულია, თუმცა უფროს თაობასთან ენობრივი ბარიერის გამო კომუნიკაცია ჭირს.

„ფონის საჯარო სკოლაში სულ 80 ბავშვი სწავლობს, აქედან 34 აზერბაიჯანელი, 31 - ქართველი და 15 - ოსია.  ბავშვებს არ უჭირთ კომუნიკაცია და სამ ენაზე - ქართულად, ოსურად და აზერბაიჯანულად საუბრობენ. ბავშვებს შორის ურთიერთობა არის ნორმალური. მეგობრულად არიან ერთმანეთის მიმართ განწყობილნი. ქართულს თითქმის ყველა ფლობს. სწავლა მიმდინარეობს ქართულ ენაზე. აზერბაიჯანელისთვის და ოსისთვის ქართული არის, როგორც მშობლიური ენა. არავითარი პრობლემა არ არის. პრობლემაა ერთი, რომ მათ მშობლებს, განსაკუთრებით ქალებს, რომლებიც უკვე გადმოსახლდნენ ფონაში, უჭირთ საერთო ენის გამონახვა“, - აღნიშნა ფონის საჯარო სკოლის დირექტორმა ნუგზარ მუმლაძემ სიდა-სთან საუბრისას.

სოფელს ფონას საჯარო სკოლის მასწავლებელი ჯულიეტა შაინიძე აცხადებს, რომ ამ პრობლემის მოგვარება საკვირაო სკოლის მეშვეობით შესაძლებელია.  

„ბავშვები ადვილად ითვისებენ ქართულ ენას, მაგრამ როცა პრობლემა გვაქვს და გვინდა მშობლებთან რაიმე გავარკვიოთ, პირადად მე, როგორც კლასის ხელმძღვანელს, მიჭირს. ვერ ველაპარაკები მშობელს, ამიტომ ბავშვს, რომელსაც მე ვასწავლე ქართული ენა, ვეუბნები ყველაფერს, რაც დედას უნდა ვუთხრა და ბავშვი ეუბნება დედას, მერე ისევ ბავშვი მითარგმნის მე. მშობლებმა ქართული ენა არ იციან. ჩემი აზრით, შეიძლება, რომ შეიქმნას ჯგუფი, დავიბაროთ მშობლები და მინიმალურ დონეზე სამეტყველო ქართული მაინც ვასწავლოთ, რომ ურთიერთობა გვქონდეს მშობელსა და მასწავლებელს. მე თვითონ შემიძლია მშობლებთან რომ ვიმუშაო, დავარწმუნო, ვუთხრა, რომ თქვენ ქართული ენა ყოველთვის დაგჭირდებათ. ხელის მოწერა და ელემენტარული რამეები რომ ისწავლონ. მე ვეცდები და თუ გამოვა, ხომ კარგი. მხარდაჭერა გვჭირდება“ , - აღნიშნა ჯულიეტა შაინიძემ

მისი თქმით, ამ იდეის განხორციელებისთვის ჯერ არავისთვის მიუმართავს, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების ან ხელისუფლების დაინტერესების შემთხვევაში თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს.

 

ნახვების რაოდენობა : 941

სურათები

კომენტარი

მენიუ

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge