ჟინვალის სკოლის შენობის კერძო კომპანიის საკუთრებაში ფლობა გარკვეულ პრობლემებს ქმნის

25 მარტი 2016
რეგიონი : მცხეთა-მთიანეთი
თემა :

დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჟინვალის საჯარო სკოლა დღემდე შენობის საკუთრების პრობლემის მოგვარების მოლოდინშია.

როგორც ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი,  ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული კომიტეტის თავმჯდომარე თამარ მაისურაძე სიდა-სთან საუბარში ამბობს, ამჟამად სკოლა არა განათლების სამინისტროს, არამედ Georgian Water and Power-ის  საკუთრებაშია, რაც გარკვეულ პრობლემებს ქმნის. მისივ თქმით, სკოლა დაბა ჟინვალში 1973 წელს აშენდა, ის ჯერ სახელმწიფოს საკუთრებაში იყო, შემდეგ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადავიდა, ხოლო 2011 წლიდან განათლების სამინისტროს უზუფრუქტით გადეცა. 2011 წლის ბოლოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ „ჟინვალჰესის“ Georgian Water and Power-ზე გასხვისება მოხდა და ობიექტების ნუსხაში მოყვა ჟინვალის სკოლა, საავადმყოფო და სტადიონი.

მაისურაძის თქმით, რადგან სკოლის შენობა კერძო საკუთრებაშია, შენობის შიგნით რემონტის გაკეთება არ შეიძლება.

„როდესაც სამინისტროს სურს რემონტის გაკეთება თუ რაიმეს შეკეთება ან ეზოში რაიმეს გაკეთება მოსწავლეთათვის, ექმნებათ პრობლემები, რადგან არ აქვთ უფლება სკოლაში რაიმეს გაკეთების, რადგან ის განათლების სამინისტროს საკუთრებაში აღარ არის. USAID-ის დაფინასებით ჩვენ ვახორციელებთ პროგრამას - „მომავლის თაობა“. სკოლა ამ პროგრამაში მონაწილეობს, სკოლაში კლუბია ჩამოყალიბებული. მცირე გრანტის მოპოვების შემთხვევაში რომ კლუბის ოთახი შეარემონტონ, შიგნით რამე გააკეთონ, ამის საშუალება არ არის, რადგან ეს სკოლა  განათლების სამინისტროს საკუთრებაში არ არის. შიგნით ასეთი რემონტების და რეკონსტრუქციების უფლება და საშუალება არ აქვთ. ისე კი გაკეთდა შარშან ექიმის ოთახი. ეს ალბათ რაიმე მოლაპარაკების საფუძველზე მოხდა, რომ აუცილებელი იყო ოთახი გაკეთებულიყო. ერთადერთი ეს არის, თორემ სხვა დროს პრობლემებს ვაწყდებით. მასწავლებლები საუბრობენ ამ პრობლემაზე, მოსწავლეებსაც აქვთ გათავისებული ეს პრობლემა“, - აღნიშნა მან.

როგორც თამარ მაისურაძეს დუშეთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, დავით  ოსეფაშვილმა უთხრა, ამ საკითხის შესახებ ინფორმირებულია როგორც განათლების მინისტრი, ასევე ადგილობრივი მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ტრიპოლსკი და საკითხის მოსაგვარებლად, მათი ჩართულობით, მუშაობა მიმდინარეობს.

„საქმის კურსში დიდი ხანია არიან განათლების სამინისტრო და რადგან უკვე ჩართულია მაჟორიტარი დეპუტატი, იქნებ რამე დაიძრას უკეთესებისკენ და ამ მოსწავლეებისთვის გაკეთდეს იმიტომ, რომ სკოლა ჰაერშია გამოკიდებული“ ,  - აღნიშნა თამარ მაისურაძემ.

როგორც სიდა-ს სკოლის დირექტორი ხვიჩა ხიტალიშვილმა განუცხადა,  რესურსცენტრი სამინისტროს დახმარებით ცდილობს ამ საკითხის მოგვარებას. მან ამ საკითხზე, რესურსცენტრთან შეთანხმების გარეშე, საუბრისგან თავი შეიკავა.

ამჟამად სკოლაში 400-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს.

ნახვების რაოდენობა : 1715

სურათები

კომენტარი

მენიუ

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge