დევნილობაში მყოფი სამშვილიანი დედა გაზის საფასურის გადახდას ვერ ახერხებს

05 აპრილი 2016
რეგიონი : მცხეთა-მთიანეთი
თემა :

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში, დევნილების დასახლებაში მცხოვრებ ოჯახებს ბუნებრივი აირის მოხმარების საფასურის გადახდის პრობლემა აქვთ. გაზის საფასურის გადაუხდელობის გამო ნებიერიძეების ოჯახს, სადაც სამი მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს, ზამთარში ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა.

როგორც სიდა-სთან საუბრისას ოჯახის დიასახლისმა, მანანა პაპიტაშვილმა აღნიშნა, მისი ოჯახის შემოსავალი კომუნალურ გადასახადებს ვერ აუდის.

მანანა პაპიტაშვილის თქმით, გაზის მიწოდება, ახალი წლის წინა პერიოდში შეუწყდა. ამჟამად ოჯახს 2 800 ლარი აქვს გადასახდელი და წინასწარ 900 ლარის შეტანას სთხოვენ. მისი თქმით,  ამ მდგომარეობაში სოფელში ბევრია. ოჯახი ყოველთვიურად სოციალურ შემწეობას - 252 ლარს იღებს. ოჯახიდან მხოლოდ მისი მეუღლეა დასაქმებული. უფროსი შვილი - ლოლიტა 9 წლისაა, უმცროსი ანდრია კი 2-ის.

„სამი თვეა გაზი ჩაჭრილი მაქვს. განა არ გადავიხდი, რითი გადავიხადო? 252 ლარი ავიღე სოციალური დახმარება 20-ში. 200 ლარი შეშის ვალში მივეცი, 52 ლარი დამრჩა. 18 ლარი სინათლის გადავიხადე, რა დამრჩა თვიდან-თვემდე, რომ სამ შვილს ვაკმარო? ჩემი მეუღლე მუშად მუშაობს. 400 ლარამდე აქვს ხელფასი და ისიც გზაში ეხარჯება. აქ ძალიან ბევრი ჩემზე უარეს მდგომარეობაშია. ზევით ცხოვრობს ახალგორელი გოგო, სამი შვილი ჰყავს იმასაც. წუხელ ზუსტად ჩემნაირად ჩაუჭრეს იმასაც. ბავშვი მყავს თირკმელების უკმარისობით. იმ ხელისუფლების დროს ერთი წელი არ მქონდა სინათლე და 8 თვე გაზი. ზუსტად იმისგან დაემართა ლოლიტას ის, რაც დღეს აწუხებს. სიცივემ  და არასრულფასოვანმა კვებამ გამოიწვია. ამოჭრილი აქვს თირკმლის ნაწილი და გერმანიაში გვაქვს გაგზავნილი კვლევაზე. იქიდან ჩამოვიდა ეს დასკვნა, რომ გამოიწვია არასრულფასოვანმა კვებამ და სიცივემ. რაც იმ ხელისუფლებამ დააკლო, ესენი მისრულებენ“, - აღნიშნა მან.

მანანა პაპიტაშვილმა ამჟამინდელი ხელისუფლების ის წინასაარჩევნო დაპირებაც გაიხსენა, რომლის თანახმადაც დევნილები კომუნალური გადასახადებისგან გათავისუფლდებოდნენ.

 

 

 

ნახვების რაოდენობა : 879

სურათები

კომენტარი

მენიუ

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge