ზუგდიდში ტენდერებს მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ყოფილი კომპანია იგებს

13 დეკემბერი 2018

ზუგდიდის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის ლაშა ჯაიანის ყოფილმა კომპანიამ შპს „ევრომშენი 999”, 2016-2018 წლებში, 70-ზე მეტ ტენდერში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან 39 შემთხვევაში გაიმარჯვა. დადებული ხელშეკრულებების აბსოლუტური უმრავლესობა (35) ზუგდიდის მუნიციპალიტეტსა და მის სამართალმემკვიდრე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაზე მოდის. ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 1,628,151 ლარია. შპს „ევრომშენი 999”-ს  ზუგდიდის მერიასთან  29,773 ლარის ღირებულების გამარტივებული ხელშეკრულებაც აქვს გაფორმებული, 2018 წლის ნოემბერში.

ლაშა ჯაიანი  ზუგდიდის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსად 2017 წლის ნოემბერში დაინიშნა.მანამდე (2016 წლის ნოემბრიდან) იგი ზუგდიდის გამგეობის მშენებლობის სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა.

ლაშა ჯაიანმა შპს „ევრომშენი 999” 2016 წლის მაისში დააფუძნა, რა დროსაც  კომპანიის 100%-იანი წილსა და დირექტორის პოზიციას თვითონვე ფლობდა. ზუგდიდის გამგეობის მშენებლობის სამსახურის უფროსად დანიშვნის შემდგომ კი (2016 წლის ნოემბერი), კომპანიის 100%-იანი წილი და დირექტორის პოზიცია უსასყიდლოდ დაუთმო დიმა ჯღამაიას.

სწორედ 2016 წლის ნოემბრიდან იწყებს ტენდერებში მონაწილეობას შპს „ევრომშენი 999”. მანამდე მას არცერთ სახელმწიფო შესყიდვასა და ტენდერში მონაწილეობა არ მიუღია.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტსა და მერიასთან მოგებული 35 ტენდერიდან,  27 შემთხვევაში ლაშა ჯაიანი სატენდერო კომისიის წევრი იყო. თუმცა, ყოველ ჯერზე, როგორც სატენდერო კომისიის წევრი, ჯაიანი დოკუმენტზე ხელმოწერით აღნიშნავდა, რომ არ იმყოფება ინტერესთა კონფლიქტში შპს „ევრომშენი 999”- თან.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” შეფასებით, შპს ევრომშენი 999”-ის მიერ ტენდერებში გამარჯვება და ზემოთ მოყვანილი გარემოებები წარმოშობს ეჭვს და აჩენს კითხვებს სავარაუდო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით, რაზეც ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა უნდა გასცეს სრულყოფილი და ამომწურავი პასუხი.

ასევე, მოვუწოდებთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შეისწავლოს შპს ევრომშენი 999”-ის მიერ ზუგდიდის გამგეობისა და ზუგდიდის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვების კანონიერების საკითხი.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“
 
ნახვების რაოდენობა : 106

კომენტარი

მთავარი ამბავი

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ტრენინგი ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის
11 ოქტომბერი 2018
11 ოქტომბერს, პროექტის „ახალგაზრდა მეწარმეების სინერგია - ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში, პროექტის აზერბაიჯანელი და ქართველი ბენეფიციარების ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge