"ზესტაფონის მერია სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ ასრულებს"

28 სექტემბერი 2018

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია, იამზე მარაქველიძისა და ნინო ნიკაჭაძის თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენის შესახებ, სასამართლო გადაწყვეტილებებს არ ასრულებს, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლით დასჯად ქმედებას და საფრთხეს უქმნის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

იამზე მარაქველიძე და ნინო ნიკაჭაძე 2018 წლის 1 იანვრიდან განთავისუფლდნენ ზესტაფონის მერიაში დაკავებული თანამდებობებიდან. “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” იურისტების დახმარებით ეს გადაწყვეტილებები სასამართლოში გასაჩივრდა. პირველმა და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა გათავისუფლებები უკანონოდ ცნო და მერიას სამსახურში მათი დაუყოვნებლივ აღდგენა დაავალა.

თუმცა ზესტაფონის მერიამ უარი განაცხადა გადაწყვეტილებების აღსრულებაზე იმ საფუძვლით, რომ შესაბამისი თანამდებობები ვაკანტური აღარ იყო. საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, აღნიშნული გარემოება უკანონოდ დათხოვნილი პირის სამსახურში აღდგენას ვერ აბრკოლებს ვინაიდან განთავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის და დაუყოვნებლივ აღდგენის შემთხვევაში, პირი უნდა დაბრუნდეს პირვანდელ თანამდებობაზე.

მოსარჩელეებმა გადაწყვეტილების იძულებითი წესით აღსრულების მიზნით მიმართეს როგორც აღსრულების ეროვნულ ბიუროს, ასევე პროკურატურას, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება დღემდე აღუსრულებელი რჩება.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” მოუწოდებს:

 ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას - აღასრულოს სასამართლო გადაწყვეტილებები და დაუყოვნებლივ აღადგინოს განთავისუფლებული პირები სამსახურში; 
 საქართველოს პროკურატურას - აწარმოოს დროული და ეფექტური გამოძიება და შეისწავლოს საქმეში სავარაუდო დანაშაულის ნიშნების არსებობა;
 აღსრულების ეროვნულ ბიუროს - შეასრულოს მასზე კანონით დაკისრებული ვალდებულება და უზრუნველყოს სასამართლო გადაწყვეტილებების შეუფერხებელი აღსრულება.

წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

ნახვების რაოდენობა : 53

კომენტარი

მთავარი ამბავი

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ტრენინგი ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის
11 ოქტომბერი 2018
11 ოქტომბერს, პროექტის „ახალგაზრდა მეწარმეების სინერგია - ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში, პროექტის აზერბაიჯანელი და ქართველი ბენეფიციარების ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქ. 9/1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge