შშმ ქალთა საინიციატივო ჯგუფი საპრეზიდენტო კანდიდატებს მიმართავს

05 ოქტომბერი 2018

საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა საინიციატივო ჯგუფი საპრეზიდენტო კანდიდატებს მიმართავს:

"2013 წელს საქართველომ მოახდინა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შემდგომში შშმ) პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირება და აიღო  შშმ პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებათა რეალიზების ხელშეწყობის, დაცვისა და უზრუნველყოფის ვალდებულება. აქვე უნდა აღინიშნოს, ის ფაქტიც, რომ კონვენცია ცალკე გამოყოფს შშმ ქალებს (მუხლი 6), რითაც ხაზს უსვამს წარმოდგენილი  სოციალური ჯგუფის განსაკუთრებულ მოწყვლადობას.

აღნიშნული კონვენცია საქართველოში ძალაშია 2014 წლიდან და უნდა ითქვას, რომ მისი ამოქმედების მე-4 წელს, შშმ    პირების საზოგადოებრივ, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ პროცესებში ჩართვა კვლავ ბევრ სირთულეებთან არის დაკავშირებული.

ფიზიკური, ინსტიტუციური და დამოკიდებულებითი ბარიერები, რომელსაც  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები  ყოველდღიურ ცხოვრებაში ვაწყდებით, ნეგატიურად აისახება  გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციით დაცული უფლებების პრაქტიკულ ხელმისაწვდომობასა და რეალიზებაზე, რაც   განსაკუთრებით აქტუალურია ჩვენთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისთვის,  რამდენადაც ჩვენ მუდამ ვიმყოფებით მრავლობითი ფორმით დისკრიმინაციული მოპყრობის საფრთხის ქვეშ,  გენდერისა და შეზღუდული შესაძლებლობის ურთიერთკვეთიდან გამომდინარე; ასევე ყურადსაღები და  მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ  უხილავნი ვართ, როგორც შშმ პირთა თემში, ასევე ტიპიური განვითარების მქონე ქალთა ჯგუფებისთვისაც, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს საზოგადოებაში ჩვენს თანასწორუფლებიან თანაცხოვრებას.

არსებული ინფორმაციით  ქალი ამომრჩევლები ამომრჩეველთა 54%-ს შეადგენენ. თუ გავითვალისწინებთ, რომ მათ შორის შშმ ქალები დაახლოებით 8%-ს წარმოვადგენთ და  შშმ ქალის მინიმუმ 1 ოჯახის წევრზე მაინც უარყოფით ზეგავლენას ახდენს შშმ ქალის დისკრიმინაცია, შესაბამისად აღნიშნული სოციალური ჯგუფის ინტერესების ასახვა საარჩევნო პროგრამებში მეტი ამომრჩევლის ინტერესებშია.

საპრეზიდენტო კანდიდატებთან ქალთა ჯგუფების შეხვედრაზე ვერ ხერხდება შშმ ქალთა ჩართულობა არაადაპტირებული გარემოს გამო. შშმ ქალები რომ არ აღმოვჩნდეთ აღნიშნული  აქტივობის  მიღმა (რაც მიგვაჩნია, რომ დისკრიმინაციული და მეტად არადემკრატიული პროცესია ), თავად გამოვნახეთ ადაპტირებული გარემო და ამა წლის 13 ოქტომბერს 13:00 საათზე ნაძალადევის მედიათეკაში ვიწვევთ პრეზიდენტობის კანდიდატებს, რომლებსაც ვთხოვთ გაგვიზიარონ საკუთარი ხედვა მათ მიერ ქალთა საკითხებზე შემუშავებულ პოლიტიკურ პროგრამებში შშმ ქალთა საკითხების ჩართულობასთან დაკავშირებით;

იმისათვის, რომ გავაკეთოთ სწორი არჩევანი, საპრეზიდენტო კანდიდატებს გთხოვთ გაგვაცნოთ თქვენი საარჩევნო პროგრამები !!!", - ნათქვამია განცხადებაში.

ნახვების რაოდენობა : 701

კომენტარი

მთავარი ამბავი

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ტრენინგი ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის
11 ოქტომბერი 2018
11 ოქტომბერს, პროექტის „ახალგაზრდა მეწარმეების სინერგია - ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში, პროექტის აზერბაიჯანელი და ქართველი ბენეფიციარების ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge