საზოგადოებრივი მოძრაობების შემოწირულება სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ

14 ნოემბერი 2018

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გამოჩნდა რამდენიმე სავარაუდოდ არაფორმალური საზოგადოებრივი მოძრაობა, რომლებმაც სხვადასხვა საჯარო პოლიტიკური ღონისძიება გამართეს. მათ შორისაა „მე ვიცავ თავისუფლებას“, „არა მიშას, არა ნაცებს“, „არა ნაციზმს“ და სხვა. ამ ორგანიზაციების ღონისძიებები მნიშვნელოვანია საარჩევნო კანონმდებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან ამ ჯგუფების ქმედებები აშკარად შეიცავს ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის სასარგებლო და მეორის საწინააღმდეგო აგიტაციას და ამისთვის სავარაუდოდ იხარჯება გარკვეული თანხები. ეს ქმედებები კი შესაძლოა წარმოადგენდეს სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გაღებულ შემოწირულებას, რომელთა იდენტიფიცირებასა და აღრიცხვაზე ზედამხედველობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უნდა გაწიოს. ეს შემთხვევები უფრო დეტალურად ქვემოთ არის მიმოხილული.

საზოგადოებრივი მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლებას“ მოსახლეობასთან შეხვედრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით მართავს, რომლის მიზანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო აგიტაცია და სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერაა. ორგანიზაცია ასევე ხსნის ოფისებს რეგიონებში. იგივე მოძრაობამ 7 ნოემბერს რუსთაველის გამზირსა და რუსთაველის თეატრში მოაწყო სააგიტაციო შეხვედრა.

ქუთაისში ორი ოფისი გახსნა საზოგადოებრივმა  მოძრაობამ „არა მიშას, არა ნაცებს“. კიდევ ერთ მოძრაობას „არა ნაციზმს“ დაგეგმილი აქვს არჩევნების დღეს იმ ამომრჩევლის თბილისიდან რეგიონში ტრანსპორტირების უზრუნველყოფა, ვინც ამას თავად ვერ ახერხებს, ამ მოძრაობის წარმომადგენლის განცხადებით, მიზანი ხელისუფლებაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების ხელშეშლაა. ამ მოძრაობას თბილისში რუსთაველის გამზირზე გახსნილი აქვს ოფისი.

ჩამოთვლილი საზოგადოებრივი მოძრაობების აქტივობებიდან ცხადია, რომ ისინი საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს უჭერენ მხარს და ამისთვის მატერიალურ სახსრებსაც ხარჯავენ, რაც ქართული კანონმდებლობით საარჩევნო შემოწირულებას წარმოადგენს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის უნდა იყოს კანონის შესაბამისად დეკლარირებული, არ უნდა აჭარბებდეს დაწესებულ ზღვრებს, შემომწირველი არ უნდა იყოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (ა(ა)იპ) ან უცხო ქვეყნის მოქალაქე და ა.შ.

მოვუწოდებთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შეისწავლოს ზემოაღნიშნული ორგანიზაციების აქტივობები და შემოწირულებების გაღების დადასტურების შემთხვევაში, მასზე გაავრცელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულაციები.

წყარო: https://www.transparency.ge

ნახვების რაოდენობა : 61

კომენტარი

მთავარი ამბავი

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ტრენინგი ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის
11 ოქტომბერი 2018
11 ოქტომბერს, პროექტის „ახალგაზრდა მეწარმეების სინერგია - ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში, პროექტის აზერბაიჯანელი და ქართველი ბენეფიციარების ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge