საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება ბავშვის მიმართ სავარაუდო ძალადობისა და მკვლელობის შესახებ

15 ივნისი 2018

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მწუხარებას გამოთქვამს და შეშფოთებულია ბათუმში, 4 წლის ბავშვის სავარაუდო ცემასა და მკვლელობასთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა სახელმწიფო უწყებას, დროულად გამოიკვლიონ აღნიშნული ფაქტი და მიიღონ შესაბამისი ზომები პასუხისმგებელი პირების გამოსავლენად. ამასთან, მნიშვნელოვანია ეფექტიანი ღონისძიებების გატარება ქვეყანაში ბავშვთა მიმართ არსებული ძალადობრივი გარემოს შესაცვლელად.

საქართველოში არა ერთი წელია მწვავე პრობლემად რჩება ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევათა დროული გამოვლენა, ბავშვის დაცვა ძალადობისა და არასათანადო მოპყრობისგან და დახმარების ღონისძიებების ეფექტიანი განხორციელება.

სამწუხაროდ, ბავშვის მიმართ ძალადობრივ დამოკიდებულებას ადგილი აქვს  საზოგადოებაში, ოჯახში, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში. თუმცა, საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებთან ერთად, ბავშვის ძალადობის ნებისმიერი ფორმისგან დაცვის მაჩვენებელზე საგანგაშოდ აისახება სახელმწიფოს მხრიდან რეაგირების სისტემური ხარვეზები.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის წევრი სახელმწიფოები (მათ შორის საქართველოც) ვალდებული არიან დაიცვან ბავშვი ნებისმიერ სახის ძალადობისგან.

საქართველოს სახალხო დამცველი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ბავშვთა მიმართ ძალადობრივი გარემოს შეფასებასა და გამომწვევი ფაქტორების შესწავლას.  ასევე, მოითხოვს სახელმწიფომ დროულად გაატაროს ღონისძიებები ბავშვთა სხეულებრივი დასჯის აკრძალვის შესახებ, თუმცა ეს საკითხი ჯერ კიდევ გადაუჭრელ და უმწვავეს პრობლემად რჩება.

2018 წლიდან საქართველოს სახალხო დამცველი გეგმავს კამპანიის დაწყებას, რათა  არასრულწლოვნებს შეეძლოთ ძალადობის შესახებ დაუბრკოლებლად და სრული კონფიდენციალურობის დაცვით მიმართონ შესაბამის ორგანოს და მოითხოვონ მათი უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვა.

ბავშვებს დღესაც შეუძლიათ ნებისმიერ დროსა და ანონიმურობის სრული გარანტიით ცხელი ხაზის მეშვეობით მომართონ სახალხო დამცველის აპარატს ცხელი ხაზის ნომერზე - 1481.

წყარო: http://www.ombudsman.ge

ნახვების რაოდენობა : 664

კომენტარი

მთავარი ამბავი

საიამ პარლამენტს „ბავშვის უფლებათა კოდექსთან“ დაკავშირებით შენიშვნები და მოსაზრებები წარუდგინა
20 მარტი 2019
საიამ საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებულ „ბავშვის უფლებათა კოდექსთან“ დაკავშირებით მოსაზრებები წარუდგინა. საია მიესალმება „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციით გ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge