სახალხო დამცველის რეკომენდაცია სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ბენეფიციარების შესახებ

25 აპრილი 2018

2018 წლის 16 აპრილს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავრობას მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში მცხოვრებ ბენეფიციართა სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ სათანადო მომსახურებით უზრუნველყოფის შესახებ.

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში ჩატარებულმა მონიტორინგმა გამოკვეთა, რომ ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად წლების განმავლობაში რჩება არასრულწლოვნების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებისა და მცირე საოჯახო ტიპის სახლების მომსახურებიდან გასული 18 წლის პირების უფლებების დაცვის საკითხი. ხშირ შემთხვევაში, 18 წლის ახალგაზრდა ადამიანი ზრუნვის სისტემას დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მოუმზადებელი ტოვებს - არ არის დასაქმებული, არ აქვს თავისი ინტერესების შესაბამისი პროფესია, არ არის უზრუნველყოფილი საცხოვრებლით. სახელმწიფოს ამ დრომდე არ აქვს მომსახურებიდან გასული 18 წლის პირების მხარდაჭერის კონკრეტული სერვისი, რაც მორგებული იქნება მათ ბაზისურ საჭიროებებზე, რათა მიეცეთ განათლების მიღების შესაძლებლობა და დაცული იყვნენ  სიღარიბის, ძალადობისა და სხვა საფრთხეებისგან.

საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობას, შემუშავდეს კონკრეტული ქვეპროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს სრულწლოვანების ასაკს მიღწეული, სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ბენეფიციარების სათანადო მხარდაჭერას, გარდა ამისა, ცვლილებები შევიდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებაში N601 „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცირე საოჯახო ტიპის სახლების ქვეპროგრამის ნაწილში, მუხლი მე-3, რომლითაც ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფად განსაზღვრული იქნებიან ახალგაზრდები, სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, მათი უმაღლესი/პროფესიული განათლების მიღებისა თუ სხვა სახის საჭიროებიდან გამომდინარე.

საქართველოს სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ სახელმწიფოს მიერ აღნიშნული მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები იქნება ეფექტური და უზრნველყოფს ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერას მათი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების მიზნით.

 წყარო: http://www.ombudsman.ge

ნახვების რაოდენობა : 698

კომენტარი

მთავარი ამბავი

შინაგან საქმეთა სამინისტრო პერსონალურ მონაცემებს უკანონოდ ამუშავებს
15 ოქტომბერი 2019
საია-მ განცხადებით მიმართა საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავების ფაქტზე რეაგირების განხორციელების მოთხოვნით. ადმინ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge