საიამ 17 მაისს დაზარალებული პირის საქმესთან დაკავშირებით საჩივრით პროკურატურას მიმართა

05 ივლისი 2018

2018 წლის 17 მაისს საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიმდინარე აქციაზე, სიტყვით გამოსვლისას, ნიკა გორგილაძის მიმართ განხორციელდა თავდასხმა.[1] დღეის მდგომარეობით აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. გამოძიებას საპროცესო ხელმძღვანელობას უწევს თბილისის პროკურატურა.

გამომდინარე იქიდან, რომ პროკურატურამ საკუთარი ინიციატივით ნიკა გორგილაძე დაზარალებულად არ სცნო, 2018 წლის 22 ივნისს საიამ განცხადებით მიმართა თბილისის პროკურატურას და მოითხოვა ნიკა გორგილაძისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება, რაზედაც დღემდე პასუხი, მათ შორის დაზარალებულად ცნობაზე უარის თქმის შესახებ დადგენილება, არ მიგვიღია. 2018 წლის 26 ივნისს კვლავ მივმართეთ თბილისის პროკურატურას, რათა გადმოეცათ დადგენილება დაზარალებულად ცნობის ან მასზე უარის თქმის შესახებ, თუმცა ამ განცხადებასთან დაკავშირებითაც არ მიგვიღია პასუხი დღემდე.

მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ დაიცვას ყველა მოქალაქე და უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციის, განსხვავებული შეხედულებების ან სხვა ნიშნისა. აქვე განვმარტავთ, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, დაზარალებული არის პირი, რომელსაც ობიექტურად ყველაზე დიდი ინტერესი შეიძლება ჰქონდეს სამართალწარმოების შედეგების მიმართ. აქედან გამომდინარე, ნიკა გორგილაძე სათანადოდ უნდა იქნეს ჩართული როგორც გამოძიების, ისე სამართალწარმოების პროცესში.

მიგვაჩნია, რომ პროკურატურის უმოქმედობით ილახება ნიკა გორგილაძის კანონიერი ინტერესები. კერძოდ, მას არ აქვს საქმის მასალებსა და მიმდინარე თუ უკვე ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ინფორმაციაზე წვდომა. ამასთან, უცნობია დანაშაულის კვალიფიკაცია. შესაბამისად, მივმართეთ საქართველოს მთავარ პროკურატურას ნიკა გორგილაძისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასა და დანაშაულის სწორი კვალიფიკაციით გამოძიების წარმართვასთან დაკავშირებით.

 


[1] http://liberali.ge/news/view/36792/video-antihomofobiur-aqtsiaze-sityvit-gamomsvlels-tavs-daeskhnen

 

წყარო: https://gyla.ge

ნახვების რაოდენობა : 522

კომენტარი

მთავარი ამბავი

შინაგან საქმეთა სამინისტრო პერსონალურ მონაცემებს უკანონოდ ამუშავებს
15 ოქტომბერი 2019
საია-მ განცხადებით მიმართა საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავების ფაქტზე რეაგირების განხორციელების მოთხოვნით. ადმინ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge