კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტს ეხმაურება

11 ოქტომბერი 2018

ამა წლის 10 ოქტომბერს ,,კურიერის“ გადამღებ ჯგუფს ინფორმაციის გავრცელებაში ხელი შეუშალეს.

როგორც მედიაში გასული სიუჟეტიდან ირკვევა, მედიის წარმომადგენლები რეპორტაჟს რკინიგზის ახალი მაგისტრალის მშენებლობის დროს გამოვლენილ დარღვევებზე ამზადებდნენ. ვიდეომასალის გადაღების დროს კი, ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს საქართველოს ოფისის წარმომადგენლებმა „კურიერის“ ჟურნალისტს კამერა წაართვეს და მოპოვებული ვიდეომასალის წაშლა სცადეს, რამდენიმე საათის განმავლობაში ტელევიზიის კუთვნილი ტექნიკა კომპანიის წარმომადგენლებს ჰქონდათ ჩაკეტილი.

მიგვაჩნია, რომ ადგილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებულ ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას - იძულებას, ჟურნალისტმა თავი შეიკავოს ინფორმაციის  გავრცელებისგან.  ამავდროულად, შესაძლოა გამოიკვეთოს სხვა დანაშაულის ნიშნებიც.

მოვუწოდებთ შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს, კანონით გათვალისწინებული, დროული და ეფექტური რეაგირება მოახდინონ აღნიშნულ ფაქტზე, რათა მომავალში თავიდან იქნეს აცილებული ჟურნალისტებისათვის საქმიანობაში ხელის შეშლის შემთხვევები.

წყარო: https://gyla.ge

ნახვების რაოდენობა : 39

კომენტარი

მთავარი ამბავი

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ტრენინგი ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის
11 ოქტომბერი 2018
11 ოქტომბერს, პროექტის „ახალგაზრდა მეწარმეების სინერგია - ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში, პროექტის აზერბაიჯანელი და ქართველი ბენეფიციარების ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქ. 9/1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge