ISFED: გარკვეული პირები ცდილობენ ბოროტად გამოიყენონ ჩვენი სახელი

05 ნოემბერი 2018

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) განცხადებას ავრცელებს:

"როგორც ჩვენი გვერდის მომხმარებლები გვატყობინებენ, დაუდგენელი პირები მათ ტელეფონზე ''საერთაშორისო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების'' სახელით უკავშირდებიან, რათა ''ანონიმური კვლევის ფარგლებში'' გამოჰკითხონ ინფორმაცია კონკრეტული ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობისა და სავარაუდო არჩევანის შესახებ როგორც პირველ, ასევე მეორე ტურში.

გვინდა განვაცხადოთ, რომ მსგავსი ტიპის კვლევას ჩვენი ორგანიზაცია არ ახორციელებს. როგორც ჩანს, გარკვეული პირები ცდილობენ ბოროტად გამოიყენონ ჩვენი სახელი მათთვის საინტერესო ინფორმაციის მისაღებად. რეალურად მათ არაფერი აქვთ საერთო ''სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებასთან''.

თუ ფლობთ ინფორმაციას მსგავსი ფაქტების შესახებ, შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ჩვენს Facebook გვერდზე პირადი შეტყობინების სახით" - ნათქვამია განცხადებაში.

 

წყარო: სამართლიანი არჩევნები (ISFED) 

ნახვების რაოდენობა : 36

კომენტარი

მთავარი ამბავი

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ტრენინგი ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის
11 ოქტომბერი 2018
11 ოქტომბერს, პროექტის „ახალგაზრდა მეწარმეების სინერგია - ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში, პროექტის აზერბაიჯანელი და ქართველი ბენეფიციარების ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge