დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის განცხადება

29 აგვისტო 2018

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ (NCCE) 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და არჩევნების შემდგომ პერიოდში საარჩევნო სუბიექტებს, საარჩევნო ადმინისტრაციას, ქართულ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს, სადამკვირვებლო მისიებს და სხვა სამოქალაქო ჯგუფებს სთავაზობს ნეიტრალურ სივრცეებს საქართველოს ათ დიდ ქალაქში ბრიფინგების, პრესკონფერენციების, პრეზენტაციების, საარჩევნო დებატების, მოქალაქეებთან/ამომრჩევლებთან შეხვედრების, ტრენინგების, სამუშაო შეხვედრების და სხვა ღონისძიებების ორგანიზებისთვის. 

წინასაარჩევნო პერიოდში ქსელის ათივე ცენტრი უსასყიდლოდ უმასპინძლებს იმ ღონისძიებებს, რომელთა მიზანი კანდიდატების საარჩევნო პროგრამების, ამომრჩეველთა სიების ფორმირების, ხმის მიცემის პროცედურების და არჩევნებთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება იქნება. სხვა საარჩევნო ღონისძიებებზე (მაგალითად, ტრენინგები, უორქშოპები, სამუშაო შეხვედრები და ა.შ.) გავრცელდება შეღავათიანი ტარიფები.

არჩევნების დღეს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ (NCCE) განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავებს. ცენტრები გაიხსნება დილის 7 საათიდან და დაიხურება შესაბამის ოლქებში არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ. მედიაორგანიზაციებს, სადამკვირვებლო მისიებს და საარჩევნო სუბიექტებს ცენტრების გამოყენება შეეძლებათ როგორც დროებით სამუშაო სივრცედ, ისე პირდაპირი ჩართვებისა და ბრიფინგებისთვის.

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ აერთიანებს ათ ცენტრს ახალციხეში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, თელავში, მარნეულში, ოზურგეთში, რუსთავში, საგარეჯოსა და ქუთაისში.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: 
ქეთი ბენდელავა, კომუნიკაციების ოფიცერი: ტელეფონი: 599 871 077, ელ-ფოსტა: kbendelava@ncce.ge
WWW.CENTERS.GE

 

წყარო: Network of Centers for Civic Engagement

ნახვების რაოდენობა : 633

კომენტარი

მთავარი ამბავი

შინაგან საქმეთა სამინისტრო პერსონალურ მონაცემებს უკანონოდ ამუშავებს
15 ოქტომბერი 2019
საია-მ განცხადებით მიმართა საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავების ფაქტზე რეაგირების განხორციელების მოთხოვნით. ადმინ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge