ცენტრი „ემპათია“ იწყებს კონსულტაციებს მცოცავი ოკუპაციის საკითხზე

04 ოქტომბერი 2018

არასამთავრობო ორგანიზაციის:  წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“-ს (RCT/EMPATHY)  საგანგებო განცხადება საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გატაცებების გახშირებასთან დაკავშირებით:

საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გატაცებებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გახშირება, განსაკუთრებით კი, წინასაარჩევნო პერიოდში, ნათლად ემსახურება მოსახლეობაში შიშისა და ნიჰილიზმის დანერგვას, რაც ჩვენს მიერ არაერთგზის განმარტებული „სტოკჰოლმის“ სინდრომის გამყარებას უწყობს ხელს.

აღნიშნული გააქტიურება მიმართულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ არსებულ გამოძიებაზე ნეგატიური გავლენის მოსახდენად და „ომი ჩვენ დავიწყეთ“ მოსაზრებისა თუ შეგნებული მავნებლობის მხარდასაჭერად.

სამწუხაროდ, ხელისუფლება მოკლებულია ქმედითი ზომების მიღების უნარს, შესაბამისად, ცენტრი „ემპათია“ იწყებს საზოგადოებრივ კონსულტაციებს არასამთავრობო სექტორის, ექსპერტებისა და სტუდენტების ფართო ჩართულობით მცოცავი და განგრძობითი რუსული ოკუპაციის შეჩერების საკითხებზე.

ცენტრი „ემპათია“ 
მარიამ ჯიშკარიანი
საკონტაქტო ინფორმაცია: 
ცხელი ხაზი: 599 885468/28

ნახვების რაოდენობა : 116

კომენტარი

მთავარი ამბავი

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ტრენინგი ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის
11 ოქტომბერი 2018
11 ოქტომბერს, პროექტის „ახალგაზრდა მეწარმეების სინერგია - ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში, პროექტის აზერბაიჯანელი და ქართველი ბენეფიციარების ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge