ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე" ფინანსური მხარდაჭერის ძიებაშია

1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით ორგანიზაცია "ღირსეული სიბერე" განცხადებას ავრცელებს:
"ხანდაზმულთა დღის აღნიშვნის მიზანია კიდევ ერთხელ შეახსენოს საზოგადოებას ხანდაზმულთა პრობლემები. ხანდაზმულთა უფლებების სათანადოდ რეალიზება დღემდე გამოწვევად რჩება საქართველოში, დაბალია მათი სოციალური დაცვის ხარისხი, დიდი ნაწილი ცხოვრობს სიღარიბეში, არასაკმარისია სახელმწიფო პროგრამები და სერვისები.
ჩვენი ორგანიზაცია 500ზე მეტ ხანდაზმულს აერთიანებს. ამ 9 წლის განმავლობაში, რაც ჩვენი ორგანიზაცია არსებობს, ხანდაზმულთა სოციალურ ეკონომიური გაძლიერებისკენ მიმართული არაერთი პროექტი განვახორციელეთ. ხანდაზმულებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ უფასო იურიდიული დახმარება, ფუნქციონირებდა ხანდაზმულთა კლუბი, საგანმანათალებლო ტრენინგ ცენტრი. ჩვენ ვეხმარებოდით ხანდაზმულებს, რომლებიც მზად იყვნენ წამოეწყოთ მცირე ბიზნესი. ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით 70 ზე მეტი ბენეფიციარი მცირე გრანტით დაფინანსდა, 1300 ბენეფიციარმა სხვადასხვა საგანმანათლებლო ტრენინგების გაიარა.
ფინანსური მხარდაჭერის არარსებობის გამო ამაჟამად ორგანიზაცია ხანდაზმულთათვის პროექტებს ვერ ახორციელებს, მაგრამ ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ ახალ დონორებს დავუკავშირდეთ და ახალი პროექტები განვახორციელოთ.
ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე" ულოცავს ყველა ხანდაზმულს დღესასწაულს. უსურვებს მათ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და ღირსეულ სიბერეს." - ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე" Association “Deserving Old Age”
კომენტარი