Imoqmede.ge - სპეციალური საიტი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში ამოქმედდა ვებგვერდი - http://imoqmede.ge , რომელიც ძალადობის წინააღმდეგ კამპანიაში მოსახლეობის ჩართვას აადვილებს.

imoqmede.ge იუსტიციის სამინისტროს საკომუნიკაციო კამპანიის ნაწილია, რომელიც ღონისძიებათა ფართო სპექტრს მოიცავს. კერძოდ,  შეხვედრები სასწავლო დაწესებულებებში, უფასო ტრენინგები იუსტიციის სახლებსა და ყველა საზოგადოებრივ ცენტრში ქალთა და მსხვერპლთა უფლებების დაცვისათვის, პოსტერების კონკურსი ძალადობის თემაზე და სხვა.

ამასთან, გვერდზე თავმოყრილია ინფორმაცია, რომელიც მომხმარებელს ძალადობის ფაქტისა და მსხვერპლის ამოცნობაში დაეხმარება. რა არის ძალადობა, ვინ შეიძლება იყოს მისი მსხვერპლი, რა სერვისებს სთავაზობს სახელმწიფო დაზარალებულებს, როგორ დავეხმაროთ ძალადობის მსხვერპლს, ვის მივმართოთ იმ შემთხვევაში, თუკი ძალადობას შევესწარით − ამ კითხვებზე ამომწურავი პასუხის მიღება ახალი საიტის მომხმარებლებს შეუძლიათ.


საიტს აქვს ღილაკი − "ვუერთდები", რომლითაც ვიზიტორები თავის მხარდაჭერას გამოუცხადებენ კამპანიას. სპეციალური ფორმის საშუალებით შესაძლებელია შეტყობინებისა და  მოსაზრების გამოთქმა ან  შეკითხვის დასმა საიტის ადმინისტრატორებისათვის. ანონიმური შეტყობინების საშუალებით ნებისმიერ პირს შეუძლია, დატოვოს შეტყობინება ძალადობის კონკრეტული ფაქტების შესახებაც, მითითებულია ცხელი ხაზის ნომერიც, სადაც, ასევე, შესაძლებელია ინფორმაციის დატოვება ძალადობის ფაქტების თაობაზე.


გვერდზე განთავსებულია საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, სადაც აღწერილია, თუ რა ცვლილებები განხორციელდა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის და აღკვეთის მიმართულებით; ძალადობის სტატისტიკა, სიახლეები, ვიდეოები და პოსტერები.


ბმული

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge