უფრო მეტი ვიდრე ფეხბურთი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქვეყნებს საიას თავმჯდომარის, სულხან სალაძის, ბლოგპოსტს:

დიდი ხანია ფეხბურთმა ჩემთვის სპორტის საყვარელი სახეობის სტატუსი დაკარგა და ადგილი რაგბის გადაულოცა. დიდი ხანია, ნაღდი, ეშხიანი ფეხბურთი კომერციალიზაციამ ჩაანაცვლა. ყოველი საფეხბურთო სეზონის ბოლოს გულისტკივილით ვაცილებ ფეხბურთის ნამდვილ რაინდებს. ბოლოს ასე - ლამის და ჯერარდის წასვლა გამოვიტირე ფეხბურთიდან. მანამდე, ზიდანი, ბერკამპი, კანი, ანრი და დელპიერო იყო. ახლაც ცოტა დამრჩა ჩემი ოქრო ბიჭები - ბუფონი, რობენი, კროოსი... არა, ეს ბლოგი თანამედროვე ფეხბურთის გამოწვევებს თუ ტენდენციებს კი არ ეხება, არამედ შემთხვევას, რომლის შესახებაც სულ სხვანაირად დავწერდი ოდესმე, რომ არა გურამ კაშიას ირგვლივ დაწყებული ამბავი. ამბავი, რომელსაც ბოლო არ უჩანს და ერთი შეხედვით არავინ იცის როგორ დასრულდება.

გასულ წელს, ნიდერლანდების ერედივიზიონში კაშიას მიერ კაპიტნის ფერადი სამკლაურით „ვიტესის“ გაყვანა კარიერის ერთი ჩვეულებრივი თამაში იყო. ჩვეულებრივი იმიტომ, რომ ნამდვილ ევროპაში არავინ დაობს, თანასწორობის და მრავალფეროვნების ირგვლივ. სამაგიეროდ, ნიდერლანდებიდან, მთების და ქვეყნების გადმოღმა - საქართველოში, გურამის მიერ თანასწორობის იდეის მხარდაჭერის და ჰომოფობიის დაგმობის მიზნით, ლგბტ დროშის ფერებით კაპიტნის სამკლაურის გაკეთება, სიძულვილის და ზიზღის წინაპირობა გახდა. ამ ფონზე, მე თუ მკითხავს ვინმე, რომელია გურამ კაშიას კარიერის მატჩი, დაუფიქრებლად ვიტყვი რომ ზუსტად, ის როცა გურამი ფერადი სამკლაურით გავიდა მოედანზე.

საქართველოს ეროვნული ნაკრების და ქართული კლუბების შემყურემ მრავალი წლის წინ ავიღე ხელი ქართულ ფეხბურთზე. დიდი ალბათობით ერთა ლიგის  წლევანდელი თამაშებიც უხმაუროდ ჩაივლიდა ჩემთვის და უკეთეს შემთხვევაში ტელეეკრანთან ვუყურებდი თამაშებს, რომ არა გურამის წინააღმდეგ დაწყებული ბინძური კამპანია. თუმცა, ამ კამპანიის თავში და ბოლოში მყოფმა ადამიანებმა იმდენი მოახერხეს, რომ დღეს სტადიონზე მივდივარ. მივდივარ და ვივლი მანამ, სანამ გურამ კაშია საქართველოს ნაკრებში ითამაშებს. თუნდაც ყველა თამაში ერთმანეთზე უარესი ანგარიშით წააგოს ნაკრებმა.

გურამ კაშია, შენ უფრო მეტი მოიგე, ვიდრე ფეხბურთში შეიძლება მოიგო.


წყარო: https://gyla.ge/ge/post/ufro-meti-vidre-fekhburti#sthash.0WSoSeMs.BmiN3dON.dpbs

მთავარი პუბლიკაცია

თბილისის საქალაქო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკა რისკის ქვეშ აყენებს დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის ეფექტიანობას
16 ნოემბერი 2018
ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგი თანამდებობის პირთა საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელების მნიშვნელოვანი სამართლებრივი მექანიზმია. კორუფციის რისკების თავიდან აცილება და თ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge