რეგიონის განვითარება - სახელმძღვანელო

წინამდებარე სახელმძღვანელო შემუშავებულია რეგიონისა და სოფლის განვითარების იმ ევროპული გამოცდილებისა და LEADER-ის მიდგომების გათვალისწინებით, რომლებსაც CENN იყენებს ENPARD - საქართველოს პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტის "ქედა ლიდერი ადგილობრივი განვითარების ჯგუფი - LAG" განხორციელებისას.
სახელმძღვანელოს მიზანია, ხელი შეუწყოს სოფლისა და რეგიონის განვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. მისი გამოყენება რეკომენდებულია, როგორც რეგიონული განვითარების პროექტებში ჩართული მხარეებისათვის, ისე, საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის დამხმარე სახელმძღვანელოდ. სახელმძღვანელოში ყურადღება გამახვილებულია სოფლის, როგორც არა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის წარმოების ადგილზე, არამედ სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან ფუნქციებზე.
სახელმძღვანელო შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია CENN და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.
მასალა მომზადებულია პროექტის - ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის („ქედა ლიდერი“) - ფარგლებში.
წყარო: http://kedalag.ge/ka/publikaciebi/article/13006-regionis-ganvithareba-sakhelmdzghvanelo
მთავარი პუბლიკაცია
