შშმ პირებს საგადასახადო შეღავათით სარგებლობისას სიძნელეების გადალახვა უწევთ

ავტორი: ესმა გუმბერიძე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა საინიციატივო ჯგუფ „პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის“ დამფუძნებელი:

საქართველოში შშმ პირები, რომლებიც არ მუშაობენ საჯარო სამსახურში, თავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადისგან, თუკი მათი წლიურად გამომუშავებული თანხა არ აღემატება 6 ათას ლარს მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (პირველი ჯგუფი) და 3 ათას ლარს მნიშვნელოვნად (მეორე ჯგუფი) შესაძლებლობის შეზღუდვის შემთხვევაში. საშემოსავლოს დაბეგვრისგან შშმ პირი თავისუფლდება ერთდროულად მხოლოდ ერთი დამსაქმებლის მიმართ, ანუ თუ ერთდროულად 2 ადგილას ვარ დასაქმებული, საშემოსავლო არ დამექვითება ამ ორიდან მხოლოდ 1 სამუშაოზე.

2016 წელს ჩემთვის გადახდილი ხელფასებიდან დაბეგრილი თანხის დასაბრუნებლად შემოსავლების სამსახურში რომ მივედი, მომთხოვეს იმ 5 ორგანიზაციიდან ცნობა, სადაც 2016 წლის სხვადასხვა პერიოდებში ვმუშაობდი. მითხრეს, რომ ცნობაში უნდა აღინიშნოს თვეების მიხედვით თითოეული ორგანიზაციის მიერ ჩემთვის გადახდილი ხელფასისა და დაბეგრილი თანხის ოდენობა. არადა ეს ინფორმაცია შემოსავლების სამსახურს ისედაც აქვს თავად დამსაქმებლებისგან, რადგან ისინი წარუდგენენ შემოსავლების სამსახურს დეკლარაციას და ანგარიშს მათთან დასაქმებულ პირებზე გაცემული ხელფასებისა და დასაბეგრი/დაბეგრილი თანხების ოდენობის შესახებ. ეს ინფორმაცია აქვთ, მაგრამ მაინც მე კიდევ ერთხელ მთხოვენ, რომ მივიდე დამსაქმებელთან და გამოვართვა ცნობა, ვითომდა გადამოწმებისა და უზუსტობის აღმოფხვრის მიზნით. არადა დამსაქმებელმა შემოსავლების სამსახურს რა მონაცემიც მიაწოდა, იგივე უნდა მომაწოდოს მეც. გამორიცხულია, მე განსხვავებული ინფორმაცია მომაწოდოს. ეს ხომ არალოგიკურია, რომ სახელმწიფო მთხოვს მე იმ ინფორმაციის მოწოდებას, რომელიც მას ისედაც აქვს, ეს ხომ ათიოდე წლის წინ დანერგილი „1 ფანჯრის პრინციპის“ უხეში დარღვევაა. სახელმწიფო სტრუქტურები ერთმანეთში ცვლიან ინფორმაციას და მითუმეტეს, როცა ერთი სტრუქტურის ფარგლებში მიმდინარეობს საქმის განხილვა, მინიმუმ 1 უწყების, ფინანსთა სამინისტროს, ფარგლებში.

გარდა ამისა აღნიშნული მოთხოვნა დაკავშირებულია შშმ პირისთვის დამატებითი სირთულეების შექმნასთან, რაც დაკავშირებულია ყველა ყოფილ დამსაქმებელ ორგანიზაციაში მისვლასთან და იქიდან შემოსავლების სამსახურში ცნობის წაღებასთან. ზოგიერთი ორგანიზაცია, შესაძლოა, აღარც კი არსებობდეს ან ხომ შეიძლება, შშმ პირს სხვა ქალაქში აქვს ნამუშევარი, ქვეყნის მეორე ბოლოში. მე სათითაოდ უნდა დავუკავშირდე 5 ორგანიზაციას, შემდეგ მივიდე ან ჩემი ოჯახის წევრი გავაგზავნო თითოეულ მათგანში (დამოუკიდებლად, თანმხლების გარეშე, მისვლას მაინც ვერ შევძლებ) და შემდეგ ეს ცნობები ისევ მივიტანო შემოსავლების სამსახურში, ასევე დედაჩემთან, ანუ თანმხლებთან, ერთად. და რა უნდა მექნა იმ შემთხვევაში, ახლაც სრულ განაკვეთზე რომ ვყოფილიყავი დასაქმებული და სამსახურიდან დათხოვნა და ფაქტობრივად რამდენიმე დღის ამ პროცესისთვის დათმობა მიჭირდეს?

შშმ პირები განეკუთვნებიან მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფს ქალაქსა და სახელმწიფოში არაადაპტირებული გარემოს, დამოუკიდებელი ცხოვრების სერვისებისა და დამხმარე საშუალებების ხელმიუწვდომლობის გამო. აქედან გამომდინარე, თუ სახელმწიფოს სურს, რომ ეს საგადასახადო შეღავათი (რომელიც სინამდვილეში წარმოადგენს სწორედ  არაადაპტირებულ გარემოში ფუნქციონირების არა შშმ პირებთან შედარებით ძვირადღირებულობის კომპენსირებას) ეფექტური იყოს შშმ პირთათვის, მისით სარგებლობა არ უნდა იყოს დაკავშირებული დამატებით სირთულეებთან და არაგონივრულ პროცედურულ სიძნელეებთან.


წყარო:

მთავარი პუბლიკაცია

სამოქალაქო საბჭოების მიერ გამოვლენილი საჭიროებები აჭარაში
04 დეკემბერი 2018
სასმელი და სარწყავი წყლის მიწოდება, შიდა გზებისა და სანიაღვრე არხების მოწესრიგება, მეწყერსაშიშიზონების გამაგრება, გარე განათებების დამონტაჟება, სპორტული ინფრასტრუქტურის გამართვა,ხელმისაწვდომობა ინტერნ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge