ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

საიდენთიფიკაციო კოდი:
404432565
მისამართი:
თბილისი, ი.აბაშიძის ქ.#12ა
ხელმძღვანელი:
თამთა მიქელაძე
ტელეფონი:
2223306
ვებ-მისამართი:
https://emc.org.ge/

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც ადამიანის უფლებებსა და თანასწორობის საკითხებზე მუშაობს. ორგანიზაცია წარმოადგენს ღია პლატფორმას სამოქალაქო და ადამიანის უფლებების აქტივისტებისათვის, რომლებიც მის ღირებულებებს იზიარებენ.

EMC დაარსდა 2012 წლის 28 ნოემბერს. მას შემდეგ, ორგანიზაცია ადამიანის უფლებებზე მრავალი მიმართულებით მუშაობს, მათ შორის, სოციალურად მოწყვლადი, მარგინალიზებული და დისკრიმინირებული ჯგუფების უფლებების დაცვაზე, მართლმსაჯულებისა და სამართალდამცავი სისტემის რეფორმაზე, ინტიტუციონალიზებულ ძალადობასა და სოციალურ ჩაგვრაზე.

ორგანიზაციის ძირითად ბენეფიციარებს სოციალურად მოწყვლადი უსახლკარო ადამიანები, მძიმე პირობებში მომუშავე დასაქმებულები, ლგბტ თემი, რელიგიური უმცირესობები და სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან ძალადობის მსხვერპლები წარმოადგენენ. EMC კვლევის, სწავლების,მონიტორინგის, ადვოკატირებისა და ცნობიერების ამაღლების მეთოდებით მუშაობს.  

ორგანიზაციას ოთხი ძირითადი პროგრამული მიმართულება აქვს:

1. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამა

2. ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერის პროგრამა

3. სოციალური უფლებების პროგრამა

4. სამოქალაქო აქტივიზმის პროგრამა

სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებისა და სოციალური უფლებების პროგრამების ძირითადი საქმიანობა მოქალაქეების დარღვეული უფლებების აღდგენა, საქართველოში ადამიანის უფლებების პირობების დოკუმენტირება და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული საჯარო პოლიტიკის ადვოკატირებაა.

ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერის პროგრამა სწავლობს ინსტიტუციური სისტემების ეფექტურობასა და დემოკრატიულობის ხარისხს. პროგრამა ასევე მიზნად ისახავს ინსტიტუციური სისტემების განვითარებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავებასა და ადვოკატირებას.

აქტივიზმის პროგრამის საქმიანობა გულისხმობს აქტივისტური პლატფორმის შექმნას, რომელიც გააერთიანებს დამოუკიდებელ აქტივისტებს, გააძლიერებს მათ შესაძლებლობებს და სამოქალაქო ინიციატივებში მათ ჩართულობას. პროგრამა ასევე მიზნად ისახავს მოწყვლადი ჯგუფებისათვის საკუთარი უფლებების დაცვის კუთხით შესაძლებლობების განვითარებას და სოციალური არტისა და ადამიანის უფლებების კუთხით განათლების მეშვეობით საზოგადოებაში სოლიდარული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. 

2017 წელი

ადამიანის უფლებები
216,032.62 $
პროექტი დონორი ხანგძლივობა ბიუჯეტი
სოლიდარობის ქსელი LGBTI ადამიანებისათვის სომხეთსა და საქართველოში ჰაინრიხ ბიოლის ფონდი, სამხრეთ კავკასიის ოფისი 01 იან 2017
31 ოქტ 2017
27,021.49 $
მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაძლიერება დისკრიმინირებული რელიგიური თემებისთვის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG), აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი, USAID 01 იან 2017
30 ივნი 2017
42,631.88 $
საქართველოში მცხოვრები მუსლიმი თემების ინტეგრაციის, მარგინალიზაციის და რადიკალიზაციის პრობლემებზე რეაგირება ღია საზოგადოების ფონდი 01 იან 2017
01 ივნი 2018
97,978.00 $
"ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის 2016-2017 მონიტორინგი ქალთა, ბავშვებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხების გათვალისწინებით" ღია საზოგადოება - საქართველოს ფონდი (OSGF) 15 ივნი 2017
15 აგვ 2018
48,401.25 $
მართლმსაჯულება
111,450.00 $
პროექტი დონორი ხანგძლივობა ბიუჯეტი
ინდივიდუალური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა საპოლიციო და სისხლის სამართლის სისტემაში ფონდი "ღია საზოგადოება" 01 იან 2017
31 დეკ 2017
80,000.00 $
საგამოძიებო სისტემის რეფორმა სამართლიანი და ეფექტური სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისთის USAID-Prolog - კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში 01 ივნი 2017
31 მარ 2018
31,450.00 $
ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა
56,164.00 $
პროექტი დონორი ხანგძლივობა ბიუჯეტი
სოციალური პროტესტი: გამოცდილება და პერსპექტივები ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო 16 იან 2017
30 ნოემ 2017
56,164.00 $
კარგი მმართველობა
17,290.00 $
პროექტი დონორი ხანგძლივობა ბიუჯეტი
უსაფრთხოების სექტორის თანამედროვე სისტემის შექმნის ადვოკატირება საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო 24 მაი 2017
15 აგვ 2018
17,290.00 $
სულ: 8 პროექტი
ჯამი: 400,936.62 $


2016 წელი

ადამიანის უფლებები
204,226.90 $
პროექტი დონორი ხანგძლივობა ბიუჯეტი
შრომის პირობებისა და შრომის უსაფრთხოების მექანიზმების დანერგვის ხელშეწყობა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამა ACCESS 01 იან 2016
31 ოქტ 2016
52,241.58 $
მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაძლიერება დისკრიმინირებული რელიგიური თემებისთვის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამა „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში 01 იან 2016
31 დეკ 2016
36,112.12 $
აქცენტი მძიმე ინდუსტრიაზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი, სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისი 15 აპრ 2016
30 ნოემ 2016
14,207.00 $
“ტოლერანტობის, რელიგიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება საქართველოში“ ნიდერლანდების საელჩო 01 იან 2016
01 ივნი 2016
5,235.42 $
სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული მიდგომის გაძლიერება შვედური ორგანიზაცია სექსუალური განათლებისთვის (RFSU) 01 იან 2016
31 დეკ 2016
68,666.44 $
სოლიდარობის ქსელი LGBTI ადამიანებისათვის სომხეთსა და საქართველოში ჰაინრიხ ბიოლის ფონდი, სამხრეთ კავკასიის ოფისი 01 იან 2016
31 დეკ 2016
27,764.34 $
მართლმსაჯულება
95,200.00 $
პროექტი დონორი ხანგძლივობა ბიუჯეტი
ინდივიდუალური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა საპოლიციო და სისხლის სამართლის სისტემაში ფონდი ღია საზოგადოება 01 თებ 2016
31 დეკ 2016
80,000.00 $
პოლიციის გამჭვირვალობა საქართველოში საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო 09 თებ 2016
16 დეკ 2016
15,200.00 $
კარგი მმართველობა
32,646.34 $
პროექტი დონორი ხანგძლივობა ბიუჯეტი
პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვა პოლიციის საქმიანობაში ნიდერლანდების საელჩო 01 იან 2016
20 ივლ 2016
14,849.34 $
პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგებში გენდერის საკითხების შეტანა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ქალი კანდიდატების გაძლიერების გზით ევროპის საბჭო 25 ივნი 2016
11 დეკ 2016
17,797.00 $
სამოქალაქო საზოგადოება
16,779.45 $
პროექტი დონორი ხანგძლივობა ბიუჯეტი
ჩაგრულთა ხმები: კვლევა, ზელოვნება და აქტივიზმი სოციალური ცვლილებებისათვის National Endowment for Democracy 01 იან 2016
31 ივლ 2016
15,000.00 $
მარგინალიზებული ჯგუფების უფლებების დაცვის მხარდაჭერა სამოქალაქო განათლებისა და საჯარო დისკუსიების წახალისების გზით კანადის მთავრობა - კანადის ფონდი ადგილობრივი ინიციატივებისთვის 01 იან 2016
26 თებ 2016
1,779.45 $
გენდერი
16,050.00 $
პროექტი დონორი ხანგძლივობა ბიუჯეტი
ქალი პოლიტიკოსების მხარდაჭერა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ევროპის საბჭო 25 ივლ 2016
11 დეკ 2016
16,050.00 $
სულ: 13 პროექტი
ჯამი: 364,902.69 $


2015 წელი

ადამიანის უფლებები
105,991.13 $
პროექტი დონორი ხანგძლივობა ბიუჯეტი
შრომის პირობებისა და შრომის უსაფრთხოების მექანიზმების დანერგვის ხელშეწყობა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამა „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტი 01 ივლ 2015
31 დეკ 2015
27,362.59 $
სოლიდარობის ქსელი LGBTI ადამიანებისათვის სომხეთსა და საქართველოში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი, სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისი და ევროკავშირი 01 მარ 2015
31 დეკ 2015
13,631.42 $
სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული მიდგომის გაძლიერება შვედური ორგანიზაცია სექსუალური განათლებისთვის (RFSU) 01 სექ 2015
31 დეკ 2015
14,003.51 $
“ტოლერანტობის, რელიგიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება საქართველოში“ ნიდერლანდების საელჩო 01 იან 2015
31 დეკ 2015
50,993.61 $
სამოქალაქო საზოგადოება
77,456.05 $
პროექტი დონორი ხანგძლივობა ბიუჯეტი
„ინდუსტრიულ ზონებში დასაქმებულთა და ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტთა გაძლიერება შრომითი უფლებების და გარემოს დასაცავად“ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი, სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისი 01 იან 2015
01 ნოემ 2015
24,591.00 $
მარგინალიზებული ჯგუფების უფლებების დაცვის მხარდაჭერა სამოქალაქო განათლებისა და საჯარო დისკუსიების წახალისების გზით კანადის მთავრობა - კანადის ფონდი ადგილობრივი ინიციატივებისათვის 01 დეკ 2015
31 დეკ 2015
16,015.05 $
ჩაგრულთა ხმები: კვლევა, ხელოვნება და აქტივიზმი სოციალური ცვლილებებისათვის ​National Endowment for Democracy (NED) 01 ნოემ 2015
31 დეკ 2015
16,850.00 $
"სამოქალაქო აქტივიზმის პლატფორმა" National Endowment for Democracy 01 იან 2015
30 სექ 2015
20,000.00 $
მართლმსაჯულება
75,893.50 $
პროექტი დონორი ხანგძლივობა ბიუჯეტი
პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვა პოლიციის საქმიანობაში ნიდერლანდების სამეფოს საელჩო 20 ივლ 2015
31 დეკ 2015
57,634.65 $
“სამართალდამცავი სისტემის ინსტიტუციური რეფორმა საქართველოში: პოლიტიზირებული სამართალდამცავი სისტემის წინააღმდეგ“ ღია საზოგადოება - საქართველო 01 იან 2015
10 ივლ 2015
18,258.85 $
სულ: 10 პროექტი
ჯამი: 259,340.68 $


2014 წელი

ადამიანის უფლებები
117,786.84 $
პროექტი დონორი ხანგძლივობა ბიუჯეტი
“ადეკვატური საცხოვრებლის უფლება სოციალური სამართლიანობისათვის” აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამა „საჯარო პოლიტიკის ადვოკატირების და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში“ (G-PAC) 01 იან 2014
15 მაი 2014
10,405.20 $
„რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერა და რელიგიური უმცირესობების შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში“ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო 15 ივლ 2014
31 დეკ 2014
23,894.00 $
“ორმაგი ჩაგვრის ზღვარზე” ფონდი “ტასო” 14 აპრ 2014
14 სექ 2014
999.00 $
“ორმაგი ჩაგვრის ზღვარზე” ქალთა ფონდი საქართველოში 04 აპრ 2014
04 აგვ 2014
1,659.00 $
“ტოლერანტობის, რელიგიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება საქართველოში“ ნიდერლანდების სამეფოს საელჩო 01 ივნი 2014
31 დეკ 2014
58,025.77 $
“საჯარო სკოლებში სეკულარული და ტოლერანტული გარემოს არსებობის ხელშეწყობა“ დიდი ბრიტანეთის საელჩო 01 იან 2014
14 იან 2014
4,873.87 $
“უფასო სამართლებრივი დახმარება რელიგიური უმცირესობებისათვის“ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო 01 იან 2014
30 ივლ 2014
12,320.00 $
„გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის ხელშეწყობა საქართველოში“ ღია საზოგადოება - საქართველო 01 იან 2014
19 აპრ 2014
5,610.00 $
მართლმსაჯულება
65,109.77 $
პროექტი დონორი ხანგძლივობა ბიუჯეტი
სამართალდამცავი სისტემის ინსტიტუციური რეფორმა საქართველოში: პოლიტიზირებული სამართალდამცავი სისტემის წინააღმდეგ ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო (OSGF) 10 ივლ 2014
31 დეკ 2014
21,710.00 $
„ინკლუზიური და კონსენსუსზე ორიენტირებული კონსტიტუციური რეფორმის პროცესის ხელშეწყობა საქართველოში“ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება 15 ივნი 2014
31 დეკ 2014
18,943.00 $
“დამოუკიდებლობის მაღალი სტანდარტების ადვოკატირება ქართულ სასამართლო სისტემაში” ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი 01 იან 2014
31 ივლ 2014
13,977.52 $
„ცეცხლსასროლი იარაღებისა და ნარკოტიკული დანაშაულების გავლენა სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაზე“ ღია საზოგადოება - საქართველო 01 იან 2014
12 ივნი 2014
10,479.25 $
სამოქალაქო საზოგადოება
11,123.00 $
პროექტი დონორი ხანგძლივობა ბიუჯეტი
“სამოქალაქო აქტივიზმის პლატფორმა“ National Endowment for Democracy (NED) 01 ოქტ 2014
31 დეკ 2014
11,123.00 $
სულ: 14 პროექტი
ჯამი: 233,198.61 $


2013 წელი

ადამიანის უფლებები
54,592.50 $
პროექტი დონორი ხანგძლივობა ბიუჯეტი
“საქართველოში რელიგიური კონფლიქტების მოგვარების მხარდაჭერა“ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამა „საჯარო პოლიტიკის ადვოკატირების და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში“ (G-PAC) 01 მაი 2013
30 ნოემ 2013
15,000.00 $
„გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის ხელშეწყობა საქართველოში“ ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო (OSGF) 19 ივლ 2013
31 დეკ 2013
20,800.00 $
“უფასო სამართლებრივი დახმარება რელიგიური უმცირესობებისათვის“ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო 01 აგვ 2013
31 დეკ 2013
10,000.00 $
“ადეკვატური საცხოვრებლის უფლება სოციალური სამართლიანობისათვის” აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამა „საჯარო პოლიტიკის ადვოკატირების და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში“ (G-PAC) 15 ნოემ 2013
31 დეკ 2013
4,052.50 $
“საჯარო სკოლებში სეკულარული და ტოლერანტული გარემოს არსებობის ხელშეწყობა“ დიდი ბრიტანეთის საელჩო 01 აგვ 2013
31 დეკ 2013
4,740.00 $
კარგი მმართველობა
33,660.00 $
პროექტი დონორი ხანგძლივობა ბიუჯეტი
„საარჩევნო სისტემის რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში“ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) 15 ივლ 2013
15 ოქტ 2013
13,860.00 $
"ტრენინგი ყველა კვალიფიციურ სუბიექტისათვის, რომელთაც მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, 2013 წლის ოქტომბერში, ჰყავთ პრეზიდენტობის კანდიდატი“ ევროპის საბჭო 10 სექ 2013
27 ოქტ 2013
19,800.00 $
მართლმსაჯულება
24,008.33 $
პროექტი დონორი ხანგძლივობა ბიუჯეტი
„ცეცხლსასროლი იარაღებისა და ნარკოტიკული დანაშაულების გავლენა სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაზე“ ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო (OSGF) 12 დეკ 2013
31 დეკ 2013
11,480.00 $
“საქართველოში სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა“ Human Dynamics 15 ივლ 2013
15 სექ 2013
3,612.94 $
“დამოუკიდებლობის მაღალი სტანდარტების ადვოკატირება ქართულ სასამართლო სისტემაში” ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი 12 იან 2013
31 დეკ 2013
8,915.39 $
სულ: 10 პროექტი
ჯამი: 112,260.83 $


სულ

კატეგორია ჯამი
ადამიანის უფლებები 698,629.99 $
მართლმსაჯულება 371,661.60 $
სამოქალაქო საზოგადოება 105,358.50 $
კარგი მმართველობა 122,775.34 $
ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა 56,164.00 $
გენდერი 16,050.00 $
სულ: 55 პროექტი
ჯამი: 1,370,639.43 $


ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge