შეცვალე ფიქრის ფერები

ორგანიზაცია: თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი
დონორი: ქალთა ფონდი საქართველოში
ხანგძლივობა: 15 თებერვალი 2018 - 30 ნოემბერი 2018
თანხა: 3,699.00 $
დაგეგმილი და განხორციელებული საქმიანობები:

პროექტის მიზნები და ამოცანები

ქალაქ თეთრიწყაროში ქალთა გაძლიერება, მათი ცნობიერებისა და ინფორმირებულობის დონის ამაღლება გარემოს დაცვით საკითხებთან მიმართებაში. შვილებთან ჯანსაღი ურთიერთობების ფორმირების ხელშეწყობა.


პროექტის საქმიანობის დეტალური აღწერა

1. მოსამზადებელი ეტაპი - პოტენციური ბენეპიციარებისთვის პროექტის გაცნობა, პროგრამის დეტალური დაგეგმვა, პროექტის მონაწილეების შერჩევა და მათთან გასაუბრება.

2. სივრცის მოწყობა - შენობაში მოეწყო შეხვერდების ოთახი და სამზარეულო;

3. ეკო და ქალთა კლუბის ამოქმედება - დედებმა შვილებთან ერთად აამოქმედეს ეკო და ქალთა კლუბები;

4. ძირითადი აქტივობები: 

• პროექტის პრეზენტაცია და მონაწილეების გაცნობა;

• ტრენინგები - კომუნიკაციასა და გუნდის შეკვრაზე; ლიდერობაზე; გარემოს დაცვასა და კლიმატის ცვლილებებზე; ქალთა უფლებებზე; გენდერსა და ფემინიზმზე; ფორუმ-თეატრის მეთოლოგიაზე, ნარჩენების მართვაზე;

• დისკუსია სამოქალაქო აქტივიზმსა და ქალის როლზე/ჩართულობაზე სამოქალაქო აქტივიზმში;

• ვიზიტი ალგეთის ეროვნულ პარკში, სადაც პროექტის მონაწილეები გაეცნენ მუნიციპალიტეტის ბიომრავალფეროვნებას, ბუნებრივ რესურსებს;

• ფსიქოლოგის და იურისტის უფასო კონსულტაციები;

• იოგის საათი;

• ორი ფილმის ჩვენება დედა-შვილის ურთიერობაზე და შემდეგ დისკუსია;

• ნაგვიდან ხელოვნებამდე - პროექტის მონაწილეებს ჩაუტარდათ შეხვედრები ნარჩენების გამოყენებით ახალი პროდუქტის შექმნის ხერხებზე;

• ფორუმ-თეატრი ნაადრევ ქორწინებაზე.

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge