ახალგაზრდების გაძლიერება პოზიტიური ცვლილებებბისათვის

ორგანიზაცია: თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი
დონორი: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
ხანგძლივობა: 30 აგვისტო 2018 - 28 თებერვალი 2019
თანხა: 3,103.00 $
დაგეგმილი და განხორციელებული საქმიანობები:

პროექტის მიზანი

თეთრიწყაროში  ახალგაზრდული ცენტრის მოწყობა და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებით ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა.

პროექტის ამოცანებია: 

1. ადგილობრივი თვითმართველობის მიერ გადმოცემული შენობის გარემონტება (ორი სამუშაო ოთახის, სველი წერტილების და ეზოს მოწყობა);

2. შენობის დატვირთვა სხვადასხვა აქტივობებით;

3. საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელება;

4. ახალგაზრდების პიროვნულ-პროფესიული უნარების განვითარება და მათი ინფორმირებულობის გაზრდა გარემოსდაცვითი საკითხებზე.

საქმიანობის დეტალური აღწერა:

1. მოსამზადებელი ეტაპი - საჭირო მასალების შესყიდვა, ტექნიკური საკითხების მოგვარება;

2. სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები შენობაში - ორი ოთახის მოპირკეთება, წყლის აბონენტის გახსნა, სველი წერტილების მოწყობა;

3. ცენტრის აღჭურვა ავეჯით - სკამები, საკონფერენციო მაგიდა, ტუმბო;

4. ბიბლიოთეკის, სამუშაო ოთახისა და ეზოს მოწყობა;  

5. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებეისათვის 20 მონაწილის შერჩევა; 

6. ტრენინგების ციკლი თემებზე: აქტიური მოქალაქეობა და მოხალისეობა, გარემოს პრობლემები და მათი მოგვარების გზები, ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები, გუნდური მუშაობა და ლიდერობა, პროფესიული განათლების მნიშნელობა, პროექტების წერა და პარტნიორების მოძება;

7. სტრატეგიული დაგეგმვის ვორქშოფი ორგანიზაციის გუნდისთვის;

8. გამოცდილების გასაზიარებლად ცენტრი საკუთარი სახსრებით ესტუმრა ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრს;

9. ტრენინგის მონაწილეებმა თავად დაგეგმეს და განახორციელეს ღონისძიებები: დასუფთავების აქცია, პოეზიის საღამო, კინოჩვენება;

10. პროექტის დახურვის ღონისძიება. 

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge