ტრენინგები მეორადი ნედლეულის გადამუშავება-გამოყენების სფეროში დასაქმებისათვის

14 ნოემბერი 2018

გრძელდება ტრენინგები მეორადი ნედლეულის გადამუშავება/გამოყენების სფეროში დასაქმებისათვის. იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი "სპექტრი", აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტთან ერთად, მონაწილეებს დაეხმარება ახალი კვალიფიკაციის შეძენაში, ან მეორადი ნედლეულის გადამუშავება/გამოყენების სფეროში მუშაობისათვის გადამზადებაში.

ტრენინგების თემატიკა შეესაბამება პლასტმასის ნაკეთობათა საწარმოებში საჭირო სამ ძირითად სპეციალიზაციას. კერძოდ, გთავაზობთ შედეგ ტრენინგ-მოდულებს: 


• პლასტმასის მეორადი ნედლეულის დამხარისხებელი.
• პლასტმასის ნაკეთობათა ტექნოლოგიური პროცესის ოპერატორი.
• პლასტმასის ნაკეთობათა წარმოების მანქანა-დანადგარების ტექნიკოსი.

ტრენინგ-მოდულები შემუშავებულია პროექტის „რეციკლირება: ახალი გამოწვევები-ახალი პროფესიული შესაძლებლობები“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ (ISWD) ფარგლებში. პროექტი „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისათვის“ დაფინანსებულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული კომპაქტის ფარგლებში.

წყარო: The Imereti Scientists' Union "Spectri"

სურათები

კომენტარი

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge