სტაჟირების პროგრამა ყოფილი პატიმრებისთვის

25 სექტემბერი 2018

დემოკრატიის ინსტიტუტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად აჭარაში, გურიაში, სამეგრელო ზემო-სვანეთსა და იმერეთში ყოფილი პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების გაძლიერებაზე 2017 წლის თებერვლის თვიდან მუშაობს. პროექტის მთავარი მიზანი ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრების, პრობაციონერების განათლების, განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობაა.

ბენეფიციარების გაძლიერებაზე მუშაობა მათთან გასაუბრების შემდეგ ინდივიდუალური გეგმის შემუშავებით იწყება, თითოეულის უნარ-ჩვევებისა და მოთხოვნის გათვალისწინებით იგეგმება სხვადასხვა მიმართულების სერვისი.

რეაბილიტაციის სერვისებია:

➤ იურიდიული დახმარება

➤ გადამზადება / სტაჟირება

➤ პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება

➤ დასაქმება და თვითდასაქმება

➤ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა.

დასაქმებასა და თვითდასაქმებათან ერთად ბენეფიციარებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტი სტაჟირებაა. ამ პროგრამით აქტიურად ეწყობა ხელი ბენეფიციართა ისეთ კომპანიებსა და საწარმოებში გადამზადებას, სადაც მათი შემდგომი დასაქმებაა შესაძლებელი.

წარმატებული სტაჟირების მაგალითია ბათუმში შემდუღებლის გადამზადება. ბენეფიციარმა ერთ-ერთ რკინის საამქროში შედუღების კურსები გაიარა, დღეს ის რკინის მოაჯირებს, ჭიშკრებს, კარებს, ეზოს ინვენტარსა და სხვადასხვა რკინის ნივთს დამოუკიდებლად ამზადებს.

სტაჟირების პროგრამით ისარგებლა ბენეფიციარმა ოზურგეთში. დათო კოჩალიძე ერთ-ერთია, რომელიც თავისი საქმიანობის გაძლიერებისთვის სტაჟირების კომპონენტში ჩაერთო და ხორცის დამუშავება შეისწავლა. ის მესაქონლეობასა და მეფრინველეობას უკვე წლებია ეწევა. სტაჟირების პროგრამა მას ხორცის რეალიზაციაში დაეხმარა, რადგან პროგრამის გავლის შემდეგ, ხორცის დამუშავება და მაღაზიისთვის მიწოდება დაიწყო.

სტაჟირების პროგრამით ისარგებლეს ბენეფიციარებმა სამეგრელოსა და იმერეთშიც. იმერეთში ყოფილი პატიმარი ქალი ხის სახელოსნოში სურათის ჩარჩოების დამუშავებასა და სუვენირების დამზადებას სწავლობს, სამეგრელოში კი ბენეფიციარმა მართვის მოწმობის კურსები გაიარა.

სტაჟირების პროგრამაში ჩართვა ყველა ბენეფიციარს შეუძლია, რისთვისაც აჭარაში დემოკრატიის ინსტიტუტს, გურიაში „გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტს“, სამეგრელოში „თანაზიარს“ და იმერეთში „ფონდ აფხაზინტერკონტს“ უნდა დაუკავშირდნენ.

„ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.

 

წყარო: http://iod.ge

სურათები

კომენტარი

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge