სმენაპროთეზირებულ ბავშვთა რეაბილიტაციის ახალი პროგრამა

08 ნოემბერი 2018

2019 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ახალ პროგრამას „სმენაპროთეზირებულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციას“ აამოქმედებს. პროგრამის მიზანია სმენაპროთეზირებული ბავშვების უზრუნველყოფა მათ საჭიროებებზე მორგებული სარეაბილიტაციო მომსახურების კურსებით. პროგრამის მოსარგებლეებად განისაზღვრა 3-დან 10 წლის ასაკის სხვადასხვა ხარისხის სმენადაქვეითებული სმენაპროთეზირებული (სმენის აპარატი, კოხლეარული იმპლანტი) ბავშვები.

ბენეფიციარს პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მიეწოდება ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად. პროგრამა, ასევე, ითვალისწინებს რეაბილიტაციის პროცესში მშობლების მონაწილეობას, მათი პრაქტიკული ჩვევების განვითარებასა და შემდგომი სამოქმედო გეგმის შემუშავებას. წლის განმავლობაში ბენეფიციარებს დაუფინანსდებათ არაუმეტეს ორი სარეაბილიტაციო კურსი.

8 ნოემბერს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მოქმედი და ახალი პროგრამების შესახებ სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს, რომელიც საზოგადოებრივი ორგანიზაცია სთეფ ფორვარდის მიერ მოეწყო და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლების გარდა, სმენადაქვეითებული ბავშვების მშობლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე გაიმართა პროექტის - „მშობლები ბავშვთა უფლებების დაცვისთვის“ მიღწეული შედეგების განხილვა, ასევე აჭარაში მცხოვრებ სმენადაქვეითებულ ბავშვთა საჭიროებების შესახებ მშობელთა ადვოკატირების ჯგუფის მიერ მომზადებული რეკომენდაციების გაცნობა გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის.

პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS პროგრამის ფარგლებში. არასამთავრობო ორგანიზაცია “სთეფ ფორვარდი”, აჭარაში სმენადაქვეითებული ბავშვების ჯანდაცვის, განათლების და სოციალური ინტეგრაციის საკითხებზე 2007 წლიდან მუშაობს, ამ მიმართულებით განხორციელებული აქვს რამოდენიმე წარმატებული პროექტი, მათ შორის, სმენის დაქვეითების ადრეულ ასაკში დიაგნოსტიკის სერვისები.

წყარო: აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო / Ministry of Health & Social Affairs of Ajara

სურათები

კომენტარი

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge