შვედური გამოცდილების გაზიარება ახალგაზრდული მიმართულებით

16 ოქტომბერი 2018

10 ოქტომბერს, "კეთილდღეობის და განვითარების ცენტრთან“ არსებულ გორის სამოქალაქო აქტივიზმის ცენტრს საქართველოს გაეროს ასოციაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ, ასევე სტუმრად იმყოფებოდა საქართველოს გაეროს ასოციაციის სტაჟიორი შვედეთიდან ანა ფოუკარდი.

ანამ ახალგაზრდებისთვის საკმაოდ საინტერესო და რელევანტურ საკითხზე ისაუბრა. საუბარი შეეხებოდა მოხალისეობას შვედეთში, სამოქალაქო აქტივიზმს და ახალგაზრდებისათვის შესაძლებლობებს ამ მიმართულებებით.

შეხვედრა დაგეგმილ იქნა "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია შიდა ქართლში - „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი".

 

წყარო: გორის სამოქალაქო აქტივიზმის ცენტრი

სურათები

კომენტარი

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge