შეხვედრა თემაზე - დევიაციური ქცევისა და ძალადობის პრევენცია მოზარდებში

11 დეკემბერი 2018

10 დეკემბერს, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ასოციაცია "დეას" ორგანიზებით პროექტის "მომავალი ბარიერების გარეშე" ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა თემაზე "დევიაციური ქცევისა და ძალადობის პრევენცია მოზარდებში", რომელსაც უძღვებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია“ მეწარმე ქალთა ფონდის“ ფსიქოლოგი, ქ-ნ თათა კალანდაძე.

შეხვედრას ესწრებოდნენ კანონთან კონფლიქტში მყოფი პირები, სენაკის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები.  შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებს აუმაღლდათ ცნობიერება დევიაციურ ქცევაზე, რა ახდენს გავლენას მოზარდის ქცევაზე. ხაზი გაესვა,ასევე, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის ძალადობა, მშობლის როლი ბავშვის აღზრდაში, სოციუმის დამოკიდებულება მსჯავრდებულის მიმართ, მსჯავრდებულის ფსიქო-პორტრეტს, რას განიცდის მსჯავრდებული საზოგადოებისგან.

შეხვედრის დასასრულ, ახალგაზრდებს მიეცათ ჯგუფური დავალება, რომლის ფარგლებში მათ უნდა შეექმნათ მსჯავრდებულის ფსიქო-პორტრეტი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, შეეფასებინათ,რამდენად დევიაციური ქმედება ჩაიდინა და რას გააკეთებდნენ, მის დასახმარებლად. შემდეგ კი ეს ნამუშევრები უნდა გაეცვლათ და შეეფასებინათ საჯარო პრეზენტაციის სახით. დავალება საკმაოდ საინტერესო იყო, მოზარდებმა გააკეთეს სწორი მესიჯიები და აღმოფხვრეს პრობლემები.

ასოციაცია "დეა" მადლობას უხდის ფსიქოლოგს, ქ-ნ თათას თანამშრომლობისა და ნაყოფიერი შეხვედრისთვის! 

პროექტი ხორციელდება პროექტის "ტრენინგებისა და დასაქმების ინიცირების ხელშეწყობა მართლმსაჯულების სექტორში" (TESI) ფარგლებში ევროკავშირის მხარდაჭერით და საქართველოს ფერმერთა ასოციაციისა და DVV International-თან პარტნიორობით.

სურათები

კომენტარი

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge