საქართველოს მასშტაბით რეგიონული ჰაბები მოხალისეობის ფორუმებს გამართავენ

28 მაისი 2018

ევროკავშირი ხელს უწყობს მოხალისეების გაძლიერებას საქართველოში!  5 ივლისიდან მთელი საქართველოს მასშტაბით რეგიონული ჰაბები ევროკავშირის პროექტის: ''სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა'' ფარგლებში მოხალისეობის ფორუმებს გამართავენ. ფორუმები ერთმანეთთან დააკავშირებს მათ, ვინც ეძებს მოხალისეებს და მათ, ვისაც მოხალისეობა სურს.

45 თვის განმავლობაში პროექტი “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინციატივა”ითვალისწინებს 110-ზე მეტი აქტივობის განხორციელებას და 80-მდე გრანტის გაცემას. ინიციატივის ღონისძიებებში სამოქალაქო საზოგადოების სულ მცირე 2500 წარმომადგენელი ჩაერთვება მთელი საქართველოს მასშტაბით. 

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.

წყარო:  განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი

კომენტარი

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge