საინფორმაციო შეხვედრები მუნიციპალიტეტებში

15 თებერვალი 2019

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ პროექტ "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში,ხონისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მთავარი მიზანი ახალგაზრდებისთვის სამოქალაქო ჩართულობის მნიშვნელობისა და მოხალისეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება გახლდათ. მონაწილეები აგრეთვე გაეცნენ, მოხალისეობის ახალი პორტალის, "დროის ბანკის" მუშაობის სპეციფიკას.

„დროის ბანკს“ საფუძველი გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩაეყარა და გავრცელებულია მთელს მსოფლიოში,თუმცა განსაკუთრებული წარმატებით ინგლისში სარგებლობს.დროის ბანკი ხელს უწყობს ადამიანებს შორის უნარებისა და შესაძლებლობების გაცვლას; ეს არის ორმხრივი მოხალისეობის ფორმა,რომლის ქვაკუთხედი გაცემა და მიღებაა;დროის ბანკი დროს იყენებს,როგორც საზომს; მომსახურება,რომლისთვისაც არ გაქვს ფული,შესაძლოა დროის კრედიტით ანაზღაურდეს.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) პარტნიორობით.

კომენტარი

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge