რუსთავში, ბოლნისსა და საგარეჯოში საგზაო უსაფრთხოების თემაზე კამპანია გაიმართა

18 სექტემბერი 2018

17 სექტემბერს, რუსთავში, ბოლნისსა და საგარეჯოში საგზაო უსაფრთხოების მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების კამპანიამ "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" სტარტი აიღო. კამპანიის ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) წევრმა ორგანიზაციებმა: კავშირი „დემოსი“, „ბოლნისის ენის სახლი“ და ასოციაცია "სპექტრი“ შეხვედრები გამართეს მძღოლებთან, ახალგაზრდებთან და სხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან.

შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდათ  საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის და ადამიანი როლი ავტოავარიების ზრდასა თუ შემცირებაში, ნასვამობა საჭესთან, სიჩქარის გადაჭარბება, ავტომობილის დაუდევარი/უყურადღებო/გადაღლილი მართვა, ღვედების და სამგზავრო საბავშვო სავარძლების მნიშვნელობა მგზავრობისას, ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოება.

შეხვედრის დასასრულს, ღონისძიების მონაწილეებმა საგზაო წესების დარღვევის ფაქტები მიმოიხილეს და საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზებზე იმსჯელეს. ადგილობრივ მოსახლეობას კამპანიის ფარგლებში მომზადებული საინფორმაციო მასალებიც დაურიგდა.

კამპანია "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" იმართება არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“ მიერ, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის, საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის და ფოთის პორტის მხარდაჭერით.

კამპანიის მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და განათლება საგზაო უსაფრთხოების თემაზე, რომლის ფარგლებშიც 17-21 სექტემბერს, საქართველოს რეგიონებში  სამოქალაქო კვირეული იმართება. კერძოდ, მიმდინარეობს თემატური შეხვედრები საგზაო უსაფრთხოების თემებთან დაკავშირებით. კვირეულის ფარგლებში უკვე გადამზადდნენ რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები, რეგიონებში კი ტარდება ტრენინგები მძღოლებისთვის და სამუშაო შეხვედრები მოსახლეობასთან.

კვირეული 10 რეგიონს მოიცავს, მათ შორის,  კახეთი, რაჭა, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, მცხეთა -მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, გურია, სამეგრელო და აჭარა.

სამოქალაქო კვირეული დასრულდება  21 სექტემბერს, ბათუმსა და ლანჩხუთში.  22 სექტემბერს კი,  თბილისში კამპანია შეუერთდება ღონისძიებას „დღე ავტომობილის გარეშე“, რომელიც მიზნად ისახავს  გარემოს მოფრთხილებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.  კამპანია იქნება გადამდები, გამოწვევის ხასიათის და კვირეულის ორგანიზატორები საზოგადოებასა და  ბიზნეს კომპანიებს  კამპანიაში ჩართულობისკენ მოუწოდებენ, რაც ამ დღეს დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში ნაკლები კერძო ავტომობილის მოძრაობით გამოიხატება.

შეგახსენებთ, რომ „დღე ავტომობილის გარეშე“ 2000 წლიდან აქტიურად აღინიშნება ევროპასა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მიზნად ისახავს ქალაქის ცენტრალურ უბნებში ნაკლები კერძო ავტომობილის მოძრაობით გარემოს მოფრთხილებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. მოქალაქეები ამ დღეს თავს იკავებენ პირადი ავტომობილით სარგებლობისგან, გადაადგილდებიან ფეხით ან იყენებენ ალტერნატიულ და ჯანსაღ ტრანსპორტს - ველოსიპედს ან საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა საშუალებებს.

სამოქალაქო კვირეულს ფინანსურ მხარდაჭერას უწევს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტი.

 

სურათები

კომენტარი

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge