მენიუ
RCSN-ის სტრატეგიული დაგეგმარების შეხვედრა

19-20 სექტემბერს, თბილისში გაიმართა სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის სტრატეგიული დაგგემარების შეხვედრა, რომელშიც 20-მდე წევრი ორგანიზაციის წარმომადგენელი მონაწილეობდა.
შეხვედრაზე, სიდა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ისაუბრა ქსელის მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებზე და შეაჯამა უკვე განხორციელებული ღონისძიებები. შეხვედრაზე მოხდა ქსელის შეფასება, წევრებმა განიხილეს ძლიერი და სუსტი მხარეები. ძლიერ მხარეებში გამოიკვეთა ისეთი ასპექტები, როგორიცაა საერთაშორისო ორგანიზაციების მხადაჭერა, თემატური მრავალფეროვნება, მედიასთან აქტიური ჩართულობა, ა.შ.
შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრება, რომ სამოქალაქო ჟურნალისტიკის ნაწილი უნდა განვითარდეს და ქსელის წევრები, რეგიონებში ადგილობრივი პრობლემების იდენტიფიცირებაში კიდევ უფრო აქტიურად უნდა ჩაერთონ.
ქსელის წევრებმა განიხილეს ის საკითხები, თუ რა თემებზე შეუძლია ადგილობრივ ორგანიზაციებს მუშაობა კონპეტენციის ფარგლებში, მაგ:
- მოქალაქეთა ჩართულობის ფორმებისა და ხარისხის შეფასება ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში;
- სამოქალაქო ჩართულობის ბიუჯეტის შემუშავებაში ჩართულობის კვლევა, პროგრამული ბიუჯეტირება;
- სხვადასხვა კოალიციასთან ურთიერთობის დამყარება და თანამშრომლობა;
- ბიზნეს ბაზების შექმნა და კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით ბიზნესთან თანამშრომლობა;
- პარტნიორული პროექტების განხორციელება ბიზნესთან და მთავრობასთან ერთად, ბიზნეს ასოციაციებში გაერთიანება;
- ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით კიდევ უფრო გააქტიურება;
- iChange პლატფორმის პოპულარიზაცია, ხელმოწერებთან დაკავშირებული გამოწვევების ადვოკატირება;
- მაღალმთიანი რეგიონებთან დაკავშირებით სხვადასხვა კვლევის განხორციელება;
- ოჯახური ძალადობის თემაზე მუშაობა, გენდერული საბჭოების ეფექტიანობის კვლევა; ქალი ლიდერების წარმოჩენა - პარტიებთან შესაძლო თანამშრომლობა;
- შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების კვლევა;
- ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მუშაობა;
- ადგილობრივი პრიორიტეტების კვლევა და ადვოკატირება;
- ქსელის წევრი ორგანიზაციების მიერ მართული სოციალურ საწარმოთა კატალოგის შექმნა.
შეხვედრა გაიმართა USAID/ACCESS-ის ფინანსური მხარდაჭერით.
კომენტარი