ქუთაისში სამოქალაქო ჩართულობის ფორუმი გაიმართა

30 ოქტომბერი 2018

25 ოქტომბერს, PITA ქუთაისს ახალგაზრდულმა ცენტრმა, World Vision საქართველოს, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის პროექტის “ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისათვის“ ფარგლებში ორგანიზება გაუკეთა სამოქალაქო ჩართულობის ფორუმს.

ფორუმის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდების აქტიურად ჩართვა სამოქალაქო საზოგადოებაში მიმდინარე და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, პასუხისმგებლობების განაწილების შესახებ ღია დიალოგის გამართვა, გამოკვეთილ პრობლემებზე დაყრდნობით კონკრეტული ინიციატივების მომზადება, ადვოკატირება და განახორცილება ადგილობრივ დონეზე.

მონაწილეები სამუშაო ჯგუფებად დაიყვნენ და წამოაყენეს თავიანთ წინადადებები, გაუზიარეს ერთმანეთს იდეები.  შეხვედრის შედეგად გამოვლენილი იქნა ქალაქში არსებული პრობლემები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა: განათლება, ეკოლოგია/გარემოსდაცვა, ინფრასტრუქტურა.

ფორუმის მონაწილეებს ქუთაისის ვიცე-მერმა ნინო თვალთვაძემ გააცნო პორტალი VOLIS.KUTAISI.GOV.GE, რომლის საშუალებით მოქალაქეებს შეუძლიათ საკუთარი ინიციატივები და პროექტები ელექტრონულად წარადგინონ. ფორუმზე გამოკვეთილ პრობლემებზე დაყრდნობით შემუშავებული იდეების განხორციელებისთვის შეიქმნა საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც განახორციელებენ ადვოკატირების კამპანიებს.

ფორუმი ორგანიზებული იქნა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

 წყარო: Education Development and Employment Center

სურათები

კომენტარი

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge