მენიუ
ქალთა გაძლიერების ტრენინგები აჭარაში

ქალთა გაძლიერების ტრენინგები საქართველოს 10 რეგიონში იმართება. ამჯერად ტრენინგი აჭარის რეგიონში მცხოვრებთათვის გაიმართა. ტრენინგს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალბატონები, შშმ პირთა დედები და ოჯახის წევრები ესწრებიან.
ტრენინგების მიზანია ქალთა ჯგუფების გააქტიურება და მათ მიერ შშმ პირებთან დაკავშირებული სერვისების ინიცირების პროცესის წახალისება
ტრენინგები ეწყობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, "თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის" ფარგლებში. პროექტს საქართველოს არბაითერ–სამარიტერ–ბუნდი (ASB Georgia), მის პარტნიორ ორგანიზაციებთან: განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) და მოძრაობა "ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის (Ertad)" თანამშრომლობით ახორციელებს.
კომენტარი