მართლმსაჯულების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

30 ივლისი 2018

25, 26 და 27 ივლისს „სიდას“ ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი მართლმსაჯულების საკითხებზე.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) წევრებმა. მათ მიეწოდათ ინფორმაცია კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რეაბილიტაციისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე. ტრენინგს გაუძღვნენ მოწვეული ტრენერები, როგორც სამთვრობო (პრობაციის ეროვნული სააგენტოს, სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“), ისე არასამთავრობო ორგანიზაციებიდან.

შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს თუ რა გამოწვევები არსებობს ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის პროცესში და როგორია მათი ძირითადი საჭიროებები. ტრენერებმა მიმოიხილეს მოზარდის ანტისოციალური და კრიმინალური ქცევის გამომწვევი ფაქტორები, სოციუმიდან გარიყვის შედეგები და მსჯავრდებულთა საზოგადოებაში რეინტეგრაციის პრინციპები, ასევე, ისაუბრეს რთული ქცევის ანატომიასა და დანაშაულის პრევენციაზე, განიხილეს პრაქტიკული შემთხვევებიც.

სამუშაო შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების ფარგლებში.

წყარო: Civil Development Agency (CiDA)

სურათები

კომენტარი

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge