“ფორუმი” – ჩითახევში

26 სექტემბერი 2018

ხალხის და ხელისუფლების შეხვედრა ამჯერად ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ჩითახევის დასახლებაში გაიმართა. ბორჯომის თვითმმართველობის პირველმა პირებმა ამ დასახლებაში მცხოვრებლებს მოუსმინეს, ჩითახევში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს და ის პრიორიტეტული საკითხები დაასახელეს, რაც პირველ ეტაპზეა სოფელში მოსაგვარებელი.

შეხვედრა სოფლის ცენტრში არსებულ ბიბლიოთეკაში 31 აგვისტოს შედგა. შეხვედრები ბორჯომის სოფლებსა და დაბებში პროექტის „თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის“ ფარგლებში იმართება.სოფელში მთავარი პრობლემა სასმელი წყალია, რომელიც ადგილობრივებს პერიოდულად არ მიეწოდება და ხშირად სასმელი წყლის ლოდინი ჩითახევში მთელი კვირის განმავლობაში უწევთ. განსაკუთრებით ზარალდება სოფლის ე.წ ზედა ნაწილი, სადაც წყალი კიდევ უფრო იშვიათად ადის და სასმელი წყლის მოტანა ადგილობრივებს წყაროებდან უწევთ.დასახლებაში სასმელ წყალთან ერთად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას ითხოვენ, ჩითახევის ცენტრალური ნაწილის გარდა არცერთი უბნის გზა მოსაფალტებული არ არის, რაც გადაადგილების პრობლემას ქმნის, სოფელში არ არის ბუნებრივი აირიც. აქ მცხოვრები ახალგაზრდებისთვის და დასახლების სტუმრებისთვის საფეხბურთო მოედანი.

პროექტს ახორციელებს ა.ო „სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი“, “ევროპის ფონდის” მხარდაჭერით, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით

წყარო: http://mediacentri.ge

კომენტარი

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge